ხურმისგან მე უკვე დიდი ხანია გემრიელ კერძებს ვამზადებ. განსაკუთრებით მიყვარს მისგან მომზადებულისალათები. რათა 2021 წლი წარმატებული იყოს, მაგიდაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ ფერადი და სიცოცხლით სავსე სალათები.
ინგრედიენტები
- 2 ხურმა
- 1 ვაშლი
- 1,5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 2,5 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
- 0,5 ჩაის კოვზი შაქარი
- სალათის ფოთოლი
- 1/4 წითელი ხახვი
მომზადება
1.მცენარეულ ზეთს დაუმატეთ ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი და შაქარი.
2.თეფშზე მოათავსეთ სალათის ფოთოლი. დაჭერით ხურმა და გადაანაწილეთ მასზე.
3.გაასუფთავეთ და დაჭერით ვაშლი. მოათავსეთ ხურმაზე.
4.დაჭერით ხახვი რგოლებად. ვაშლზე მოათასვეთ ხახვი და მოასხით სოუსი. შეინახეთ მაცივარში 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!