ზამთრის სალათი “მანჟო”

2946

ბადრიჯანი ძალიან სასრგებლო და პრაქტიკული პროდუქტია. მისგან ზამთრის კერძებს ძალიან ხშირად ვამზადებ.

ინგრედიენტები

  • პომიდორი 1,5კგ
  • ბადრიჯანი 1კგ
  • ბულგარული წიწაკა 1კგ
  • ხახვი 500გ
  • სტაფილო 150გ
  • მზესუმზირის ზეთი 100მლ
  • შაქარი 50გ
  • ძმარი 50მლ
  • მარილი 50გ
  • ნიორი 1 ცალი
  • წიწაკა ჩილი 1 ცალი
  • შავი დაფქული წიწაკა 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.გაასუფთევთ ბადრიჯანი და ხახვი, დაჭერით ბოსტნეული.

2.ხორცსაკეპში გაატარეთ პომიდორი, სტაფილო, ნიორი და წიწაკა თესლის გარეშე.

3.აურიეთ ბოსტენული, მოაყარეთ მარილი, შაქარი, დაფქული წიწაკა, ძმარი, მოასხით ზეთი და კარგად მოურიეთ.

4.აადუღეთ ბოსტნეული, მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთი. სალათი მოათავსეთ ქილებში და შეფუთეთ.

გემრიელად მიირთვით!