ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბადრიჯნის მურაბა ასეთი გემრიელი გამოვიდოდა

3244

ბურაბა ათასნაირი არსებობს, ლეღვის, ბლის, კომშის, მსხლის და სხვ; მაგრამ ცოტას თუ ექნება დაგემოვნებული ბადრიჯნის მურაბა. ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა ბოსტნეულისგან მურაბების გაკეთება.ამ მრავალრიცხვოვან სიას არც ბადრიჯანი ჩამორჩა. აი, მისი ბურაბის რეცეპტიც.

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი – 100 ცალი
  • კირი – 1 მუჭა
  • შაქარი – 1 ½ კილოგრამი
  • მიხაკ-დარიჩინი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი გავთალოთ და დავჭრათ ოთხად ისე, რომ თითოეულ ნაჭერს გაჰყვეს ყუნწი.
  2. შემდეგ მცირეყუნწიანი ბადრიჯნის  ნაწილი ისე დავამრგვალოთ, რომ მთელი ბადრიჯნის ფორმა მიეცეს.
  3. გათლისთანავე თითოეულ ბადრიჯნის ნაწილს მოვაშოროთ თესლი და ცივ წყალში ჩავყაროთ.
  4. შემდეგ ამოვიღოთ, დავასხათ კირნარევი წყალი, დავტოვოთ ორი საათის განმავლობაში.
  5. შემდეგ დიდხანს ვრეცხოთ ცივ წყალში და ბოლოს გავავლოთ გაცხელებულ თაფლიან წყალში.

სიროფი მოვადუღოთ შემდეგი პროპორციით: 

ყოველ 100 ცალ ბადრიჯანზე ავიღოთ 2 ½ კილოგრამი შაქარი და 10 ჭიქა წყალი. მურაბა უნდა ვხარშოთ, სანამ შაქრის სიტკბო ბადრიჯნის გულში არ შეაღწევს, ხოლო თვით ბადრიჯანი გამჭვირვალე და კრიალა ფერის არ გახდება. ხარშვის დროს მურაბის ჭურჭელში ჩავდოთ მიტკალში გახვეული მიხაკ-დარიჩინი.

ადუღების შემდეგ ჩაასხით ქილებში და თავი კარგად მოუხუფეთ.