დღეს კლასიკურ ვენურ შტრუდელს მოვამზადებთ ხილითა და შოკოლადით. მისი მომზადება ადვილია, მთავარია ინსტრუქცია სწორად შეასრულოთ. მაშ, ასე შევუდგეთ საქმეს.
ინგრედიენტები:
შტრუდელის ცომი
გულსართი:
- 1 ფინჯანი (100 გ )ნიგოზი, მსხვილად დაჭრილი
- 100 გ ქიშმიში
- 40 გ დაქუცმაცებული ნუში
- 6 ლეღვის ჩირი, დაჭრილი
- დაკონსერვებული ანანასის 5 რგოლი, კარგად გაწურული, მსხვილად დაჭრილი
- 90 გ შავი შოკოლადი, დატეხილი
- 50 გ კაკაოს ფხვნილი
- 1 ფინჯანი (200 გ) შაქარი
- 1 დიდი კვერცხი
- 60 გ კარაქი, გამდნარი
მინანქარი:
- 1 დიდი კვერცხის გული
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 1 სუფრის კოვზი რძე
ულუფა: 10-12
მომზადება: 1 საათი
ცხობა: 50 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 200 გრადუსზე.
- კარაქი წაუსვით განიერ საცხობ ფურცელს.
- დაფას გადააფარეთ დიდი სუფთა ტილო.
- ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე თხლად გააბრტყელეთ, თითქმის გამჭვირვალე უნდა იყოს.
- გადაიტანეთ ტილოზე და კარაქი გადაუსვით.
- გულსართი: ნიგოზი, ქიშმიში, ნუში, ლეღვი, ანანასი, შოკოლადი და კაკაო დიდ ჯამში შეურიეთ.
- ცალკე მიქსერით ათქვიფეთ შაქარი, კვერცხი და კარაქი.
- შაქრის ნაზავი ცომს ფუნჯით გადაუსვით, ყველა მხარეს დატოვეთ 1 სმ თავისუფალი ადგილი. გადაახვიეთ შტრუდელი და ბოლოები შეაწებეთ.
- ფაქიზად გადაიტანეთ შტრუდელი საცხობ ფურცელზე და ნალისებური ფორმა მიეცით. თუ გასკდა, ბოლოდან მოაციცქნეთ ცომი და გამსკდარი ადგილი შეაწებეთ.
- მინანქარი: კვერცხის გული, შაქარი და რძე პატარა ჯამში შეურიეთ და შტრუდელს გადაუსვით.
- აცხვეთ დაახლოებით 50 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
- გასაგრილებლად გადაიტანეთ ლანგარზე.
- სუფრაზე მიიტანეთ თბილი ან ოთახის ტემპერატურისა.
გემრიელად მიირთვით!