ტორტი „მილკა“: ბისკვიტის სიხარული მთელი ოჯახისთვის

518

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ტორტს „მილკა“, ნაზი შოკოლადის დესერტი მთელი ოჯახისთვის.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 4 ს/კ ფქვილი
  • 4 კვერცხი
  • 4 ს/კ შაქარი
  • 3 ს/კ კაკაო
  • 1 ჩ/კ საცხობი ფხვნილი
  • 4 ს/კ ცხელი წყალი

კრემის ინგრედიენტები:

  • 670 მლ რძე
  • 170 გრ კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
  • 2,5 ს/კ შაქარი
  • 70 გრ თეთრი შოკოლადი
  • 70 გრ კარტოფილის სახამებელი
  • 100 გრ შაქრის ფხვნილი

შოკოლადის ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 140 გრ რძიანი შოკოლადი (სჯობს ნახევრად რძიანი და ნახევრად შავი იყოს)
  • 3 ს/კ რძე
  • 2,5 ს/კ შაქარი (სურვილისამებრ)
  • 100 გრ კარაქი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი აქაფებამდე ათქვიფეთ.
  2. ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო აურიეთ, თანდათან კვერცხს დაუმატეთ.
  3. ბოლოს წყალი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
  4. ცომი ორ თანაბარ ნაწილად გაყავით და 20 სმ დიამეტრის სახსნელ ფორმაში ჩაასხით. ფორმის ძირში პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ.
  5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით აცხვეთ.
  6. მზა ბისკვიტი ფორმაში ზუსტად 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ დანით ფორმის კუთხეებს მოაშორეთ, ამოიღეთ, პერგამენტის ქაღალდი მოაშორეთ და სრულად გააგრილეთ.
  7. 100 მლ რძე, შაქარი და სახამებელი აურიეთ.
  8. დარჩენილი რძე ქვაბში ჩაასხით, დატეხილი თეთრი შოკოლადი დაუმატეთ. ცეცხლზე დადგით და ხშირად აურიეთ.
  9. ცეცხლს დაუწიეთ, ფქვილის ნარევი დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ.
  10. შეათბეთ, სანამ მასა არ გასქელდება. გააგრილეთ.
  11. კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ, თანდათან შოკოლადის მასა დაუმატეთ და ერთგვაროვანი კრემის მიღებამდე ათქვიფეთ.
  12. ჭიქურისთვის ყველა ინგრედიენტი აურიეთ და წყლის ორთქლზე დადგით, კარგად აურიეთ და გაადნეთ. გააგრილეთ ისე, რომ თხევადი დარჩეს.
  13. ერთი ბისკვიტი კვლავ სახსნელ ფორმაში ჩადეთ და ნახევარი კრემი დაასხით.
  14. მაცივარში გააგრილეთ, შემდეგ ნახევარი შოკოლადის ჭიქური მოასხით, მეორე ფენა ბისკვიტი დაადეთ, დანარჩენი კრემი დაუმატეთ და დარჩენილი ჭიქური დაუმატეთ (თუ ძალიან ცხელია, წყლის ორთქლზე გაადნეთ).
  15. ტორტი რამდენიმე სააათით გააგრილეთ.
  16. ცხელ წყალში დასველებული დანით დაჭერით.
  17. გემრიელად მიირთვით.