ინგრედიენტები
- კვერცხი 4 ცალი
- შაქარი 1 ჭიქა
- რბილი კარაქი 1/2 ჭიქა
- მცენარეული ზეთი 1/2 ჭიქა
- ფქვილი 2 ჭიქა
- გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
- გახეხილი ან დაჭრილი ვაშლი 2 ჭიქა
- კაკაო 2 სუფრის კოვზი
- დაქუცმაცებული თხილი 2 სუფრის კოვზი
- ვანილი გემოვნებით
- ვაშლის ჯემი გემოვნებით
- შაქრის ფხვნილი გემოვნებით
- დარიჩინი გემოვნებით
მომზადება
- კვერცხი და შაქარი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ კარაქი, ზეთი, გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვაშლი, კაკაო, თხილი და ვანილი. მოურიეთ.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი, გადაიტანეთ ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათი.
- მზა ნამცხვარს წაუსვით ჯემი და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!