Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ სადღესასწაულო სუფრისთვის ღირსეული კერძი მოამზადოთ. ქათამი კარტოფილით მადისაღმძვრელად და სადღესასწაულოდ გამოიყურება, თან მარტივად მზადდება. ხორცი თავად სინაზეა, სოუსი საოცარი. ამ ქათმის კერძის განსაკუთრებულ გემოს სწორედ სოუსი უზრუნველყოფს.
ინგრედიენტები:
- 1 კგ კარტოფილი
- 180 გრ (100 გრ და 80 გრ) კარაქი
- 1,7-2,2 კგ ქათმის ხორცი
- 1 თავი ხახვი
- რამდენიმე ნივრის ფირფიტა
- 2 ჩ/კ მარილი
- 1 ჩ/კ შავი წიწაკა
- ½ ჩ/კ კოჭა
- 1 ფორთოხალი
- 1 კონა კამა
- ცოტა მაიონეზი
მომზადების წესი:
- ქათმის ხორცის მარინადის მომზადებით დაიწყეთ. ღრმა თასში ფორთოხლის წვენი გაწურეთ და აქვე 100 გრ გამდნარი კარაქი დაუმატეთ.
- დაქუცმაცებული ნიორი, დაფქული შავი წიწაკა, კოჭა, მარილი და მაიონეზი დაუმატეთ.
- ყველაფერს კარგად აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მარინადი მზადაა.
- ქათამი ამ მარინადში ჩადეთ და ყველა მხრიდან წაუსვით. ქათმის შიდა ნაწილიც არ დაგავიწყდეთ.
- ამის შემდეგ თასს, სადაც მარინადი და ქათამია, პარკი დააფარეთ და მაცივარში 2 საათით გააჩერეთ.
- დროის გასვლის შემდეგ ქათამი მაცივრიდან გამოიღეთ და საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. ზემოდან მოასხით მარინადი, რომელშიც იმყოფებოდა.
- 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით აცხვეთ.
- ამის შემდეგ ხორცი გამოიღეთ, ცხობის დროს წარმოქმნილი ზეთი მოასხით და კვლავ ღუმელში დააბრუნეთ.
- ყოველ 10 წუთში პროცედურა გაიმეორეთ. თავისივე ცხიმი კიდევ ორჯერ მოასხით.
- ამავდროულად, ტაფაზე 80 გრ კარაქი გაადნეთ.
- დაჭრილი კარტოფილი ტაფაზე მოათავსეთ და ნახევრად მზა მდგომარეობამდე შეწვით.
- ქათამი ღუმელიდან გამოიღეთ და ნახევრად მზა კარტოფილი დაუმატეთ.
- ღუმელში დააბრუნეთ და კიდევ 15-20 წუთით აცხვეთ. (ტემპერატურა 180 გრადუსი).
- ტაფაზე კარტოფილის შეწვის შემდეგ ზეთი დარჩა. მასში ხახვის რგოლები ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
- მზა ქათამი კარტოფილთან ერთად თეფშზე გადაიტანეთ და სუფრაზე გაიტანეთ. ხახვის რგოლებით და ახალი მწვანილით გააფორმეთ.
- გემრიელად მიირთვით!