ვაზის ფოთოლი განსაკუთრებულ არომატს სძენს ხორცს. კარგია, თუ ფარშისთვის ცხვრისა და საქონლის ხორცს შევურევთ.
ინგრედიენტები:
- 1 კგ გატარებული ხორცი (ცხვრისა და საქონლის)
- 70 ცალი ვაზის ფოთოლი (დაკონსერვებული)
- 50 გ ბრინჯი
- 1 თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ჩ.კ. ძირა
- მარილი
- პილპილი
სოუსი
- 500 მლ მაწონი
- 4 კბილი დანაყილი ნიორი
- მარილი
- პილპილი
მომზადების წესი:
- ფოთლებს გადავავლოთ ცივი წყალი და შევაშროთ.
2. ხორცის ფარშს დავუმატოთ გატარებული ხახვი, ნიორი, ბრინჯი, სანელებლები და კარგად ავურიოთ.
3. ვაზის ფოთლებს მოვაჭრათ ყუნწები და გავახვიოთ ფარში.
4. ტოლმები მჭიდროდ ჩავაწყოთ სქელძირიან ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს და მოვაყაროთ მარილი. ზემოდან მცირე დიამეტრის ქვაბის სახურავი ან თეფში დავახუროთ და ხელით დავაწვეთ.
5. ვხარშოთ საშუალო ტემპერატურაზე თავდახურული, სანამ ვაზის ფოთოლი დარბილდება. მაწონში ავურიოთ ნიორი, სანელებლები და ტოლმასთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე.
გემრიელად მიირთვით!