კარტოფილი უნივერსალური პროდუქტია. მისგან ყოველდღიური ან სადღესასწაულო კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. ხორცით ფარშირებული კარტოფილი, რომლის რეცეპტს Gastronomia.ge-ს რედაქცია დღეს გთავაზობთ, სადღესასწაულო სუფრებს უხდება, რადგან მომზადება ცოტა ძალისხმევად მოითხოვს. მენდეთ, ამაში საშიში არაფერია. როცა გასინჯავთ, მიხვდებით, რომ გაზქურასთან დგომა ამად ღირდა.
კერძი ჯერ თვალებით იჭმება, შემდეგ გემოს რეცეპტორებს და კუჭს ახარებს. გირჩევთ, რომ ხორცით ფარშირებული კარტოფილი მაშინ მოამზადოთ, როცა ნანატრ სტუმრებს ელოდებით. ახლობლები გაოცდებიან.
ინგრედიენტები:
- 15 კარტოფილი
- 1 ხახვი
- მარილი გემოვნებით
- 100 გ არაჟანი
- 250 გ ხორცი
- 2 ს/კ პომიდვრის პასტა
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებთ
- 100 გ კარაქი
მომზადების წესი:
- კარტოფილი გათალეთ და შუაგული ამოიღეთ. ნახევრად მომზადებამდე, 8-10 წუთით მოხარშეთ.
- ხორცი და ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ და ინგრედიენტებს აურიეთ.
- ცალკე თასში არაჟანი, გამდნარი კარაქი, პომიდვრის პასტა და მარილი აურიეთ.
- კარტოფილი ფარშით გაავსეთ, ღრმა საცხობ ტაფაზე დააწყვეთ და მზა სოუსი მოასხით. 180 გრადუსზე 1 საათით აცხვეთ.
ფარშირებული კარტოფილი დაჭრილი მწვანილით გააფორმეთ. საკმარისია, ერთხელ გასინჯოთ, რომ მუდმივად მისი მომზადება მოგინდეთ. შემწვარი კარტოფილიც ასეთი გემრიელი არაა!