ალბათ, უკვე იცით, რომ მომავალი წლის სიმბოლო ყვითელი მიწის ღორი იქნება. სწორედ მასზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა 2019 წელს. ყველას გვსურს, შევხვდეთ მას მაქსიმალურად ლამაზად და გემრიელად. სწორედ ამიტომ, დროულად უნდა დავგეგმოთ საახალწლო მენიუ. სუფრას ხემსები ძალიან ამშვენებს, ამიტომ ჩვენ მოვიძიეთ ღრუტუნების ფორმის სადღესასწაულო ტარტალეტკების რეცეპტი. ამ კერძის მომზადება ძალიან ადვილია, უბრალოდ, ჩართეთ მეტი ფანტაზია და გაaხარეთ დიდი თუ პატარა გემრიელი ხემსით.
ინგრედიენტები
- 7 ც ტარტალეტკა
- 90 გრ მდნარი ყველი
- 2 ც კვერცხი
- 40 გრ მაიონეზი
- 80 გრ სალიამი
- 1 კბილი ნიორი
- 1 ც პომიდორი
- 1 ც ზეთისხილი
მომზადება
1. წვრილად ახეხეთ მოხარშული კვერცხი და მდნარი ყველი, დაუმატე მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი და დანაყული ნიორი.
2. ამოჭერით პომიდვრისგან რგოლები (ქუდები), ასევე ამოჭერით სალიამისგან რგოლები, ხაზები კუდისთვის და სამკუთხედები ყურებისთვის. დააქუცმაცეთ ზეთისხილი თვალებისთვის.
3. მიღებული ყველის მასისგან შექმენით ბურთულები, მოათავსეთ ტარტალეტკებში და გააფორმეთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
4. მორთეთ მაიონეზით ქუდები და შექმენით ნესტოები. ასევე შეგიძლიათ ტარტალეტკები მორთოთ ახალი მწვანილით.
აი ასე მარტივად შეგიძლიათ გააოცოთ ახლობლები. გაუზიარეთ ეს საინტერესო იდეა მეგობრებს!