ეს რეცეპტი დედამთილმა მასწავლა! კერძი, რომელმაც ყველა სხვა რეცეპტი გვერდზე გადამადებინა

3734

ჩემი დედამთილი გამოცდილი მზარეულია, თითქმის 30 წლიანი სტაჟით. სწორედ მისგან ვისწავლე ერთი არაჩვეულებრივი, ძალიან მარტივი რეცეპტი, რომელსაც არაერთხელ ვუხსნივარ გამოუვალ სიტუაციებში. გირჩევთ, აუცილებლად ჩაინიშნოთ ეს რეცეპტი და მიმართოთ მას დახმარებისთვის, როდესაც სტუმრების მოსვლამდე სულ რამდენიმე წუთი რჩება, თქვენ კი ამის შესახებ დროულად არავის გაუფრთხილებიხართ.

კარტოფილი ყველითა და სოკოთი ღუმელში

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი ღორის ფარში
  • 150 გრამი სოკო
  • 6 კარტოფილი
  • 1 საშუალო ზომის ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ.ჭ. (200 მლ) არაჟანი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1. გაასუფთავეთ კარტოფილი კანისგან და დაჭერით ის საშუალო სისქის ნაჭრებად.

2. ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად, ხოლო სოკო – საშუალო ზომის კუბიკებად. ჩაამატეთ ისინი ფარშში, დაამარილეთ, მოაყარეთ პილპილი და კარგად ამოურიეთ.

3. ახლა დროა, მოვამზადოთ სოუსი ჩვენი მომავალი უგემრიელესი კერძისთვის. არაჟანში ჩაამატეთ კარგად დასრილი ნიორი, მარილი, დაფქული წიწაკა და კვერცხი. კარგად გადაურიეთ (რეკომედებულია ბლენდერის ან მიქსერის გამოყენება).

4. საცხობ ფორმას შეაზილეთ მცირეოდენი მცენარეული ზეთი და განათავსეთ მასზე პირველ ფენად დაჭრილი კარტოფილი. მეორე ფენა უნდა იყოს ფარშის, რომელსაც ზემოდან უნდა მოახეხოთ ყველი. საბოლოო ფენა კვლავ კარტოფილისაა. მოაყარეთ მას კიდევ მცირეოდენი მარილი და პილპილი ზემოდან.

5. სანამ ღუმელი 200 გრადუსამდე გაცხელდება, გამოსაცხობად გამზადებულ თქვენს კერძს წაუსვით ზემოდან არაჟნის სოუსი. შედგით კერძი ღუმელში დაახლოებით 1 საათით.

6. კერძის გამზადებამდე 5 წუთით ადრე მოახეხეთ მას ზემოდან ყველი.

7. უგემრიელესი დელიკატესი მზად არის!

ამ კერძით რეგულარულად ვუმასპინძლდები მეგობრებსა და ოაჯხის წევრებს. მისი გემო და არომატი აუცილებლად მოახდენს შთაბეჭდილებას თქვენზე.