ენერგიული ბატონები, რომლებიც თქვენს ორგანიზმს ენერგიით აავსებს

897

ენერგიულები ბატონები – საუკეთესო წასახემსებელი საშუალებაა, რომელიც თქვენს ორგანიზმს მთელი დღის სამყოფ ენერგიას აჩუქებს.

ეს ტურისტის განუყრელი ატრიბუტია მოგზაურობისას.

ინგრედიენტები

  • 300გ შვრიის ფანტელი
  • 100გ კარაქი
  • 150გ თაფლი
  • 50გ ქიშმიში
  • 60გ შავი ქლიავი
  • 50გ გამომშრალი გარგარი
  • 70გ ნიგოზი
  • 40გ ცუკატი
  • 10გ ვანილი
  • 30გ გახეხილი ქოქოსი
  • მარილი

მომზადება

1.პირველ რიგში შვრიის ფანტელი ჩაყარეთ ღრმა ჯამში, დააქუცამცეთ ნიგოზი და დაუმატეთ ფანტელს.

2.დააქუცმაცეთ ცუკატები, შავი ქლიავი და გარგარი. დაუმატეთ ფანტელებს.

3.გაალღვეთ კარაქი თაფლთან ერთად.

4.თაფლიანი მასა მოასხით ფანტელების მასას, მოაყარეთ ვანილი, მარილი და ქოქოსი.

5.გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოსაცხობ ფორმაზე გადაანაწილეთ მასა და მიეცით ბატონების ფორმა.

გამოაცხეთ 20-25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!