ეგზოტიკური სალათა “ანანასი” პიკანტური გემოთი

1690

თუ საახალწლოდ და სადღესასწაულოდ სალათის ოროგინილურად გაფორმების ფანტაზია გამოგელიათ, გასტრონომია მოგაშველებთ ეგზოტიკური ფორმის სალათის იდეას. ამ სალათას “ანანასი” ჰქვია, რადგან ვიზუალური მზაგვსება ზუსტია.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

ინგრედიენტები:

  • 2-3 თავი კარტოფილი
  • 300-400 გრამი ქათმის ხორცი
  • 150 გ ნიგვზის ლებანი
  • 3 კვერცხი
  • 100 გ ყველი
  • 4-6 კიტრის მწნილი
  • 1 თავი ხახვი
  • მწვანე ხახვი
  • მაიონეზი, მარილი, პილპილი

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად. გავაცივოთ, გავაცალოთ კანი და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. კვერცხი  მოვხარშოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად.
  2. ყველი გავხეხოთ. კიტრი დავჭრათ პატარა კუბიკებად, ხახვი პატარა ნაჭრებად.
  3. მომზადებული ინგრედიენტები ოვალურ თეფშზე დავაწყოთ ფენებად. ფენებს შორის მოვაყაროთ მარილი, პილპილი და წავუსვათ მაიონეზი გემოვნებით:
  • 1-ი ფენა კარტოფილი
  • მე-2 ფენა ხახვი
  • მე-3 ფენა ქათმის ხორცის ნახევარი
  • მე-4 ფენა კიტრის მწნილი
  • მე-5 ფენა დარჩენილი ქათმის ხორცი
  • მე-6 ფენა ყველი
  • მე-7 ფენა კვერცხი

სალათის ზედა ფენას წავუსვათ მაიონეზი და მოვრთოთ ნიგვზის ლებნებით და ხახვის  ღერებით ( ნიგოზი შეიძლება წვრილად დავჭრათ და ისე მოვაყაროთ ან ნიგოზი შევცვალოთ დაჭრილი ქამა სოკოთი).