ნაზი, წვნიანი და გემრიელი ხორცი! Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი ხორცის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოამზადეთ ძროხის, ღორის, ქათმის ხორცი და დაუვიწყარი გემოთი ისიამოვნეთ.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ხორცი
- 1 ლ წყალი
- 2,5 ს/კ მარილი
- 1 ს/კ შაქარი (თაფლით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ)
- 1 თავი ნიორი
- 2 დაფნის ფოთოლი
- 3 ბაჰარის წიწაკა
- 1 ჩ/კ წიწაკის მარცვლების ნარევი
მომზადების წესი:
- თავსახურიანი ქვაბი აიღეთ და წყალი ჩაასხით. მარილი, შაქარი დაუმატეთ. ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
- სანელებლები დაუმატეთ: დაფნის ფოთოლი, წიწაკის ნარევი და ბაჰარის წიწაკა.
- ნივრის თავი კბილებად დაყავით და ფურცლებიანად ქვაბში დაუმატეთ.
- 5 წუთით ხარშეთ და ამის შემდეგ ხორცი ქვაბს დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, ამის შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და კიდევ 20-25 წუთით ხარშეთ (ხორცის ნაჭრების სისქის მიხედვით).
- ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, თავსახური დაახურეთ და გადასაფარებელში კარგად შეფუთეთ. რაც უფრო მეტი გადასაფარებელია, მით უკეთესი.
- ხორცი 12 საათით ჩასაშუშად დატოვეთ. 12 საათის შემდეგ ხორცი ბულიონიდან ამოიღეთ და გააგრილეთ.
- ხორცი მზადაა! გემრიელად მიირთვით!