დამწნილებული კიტრი ცხელ მარინადში

694

ამ მწნილს თქვენ 15 წუთში მოამზადებთ. მხოლოდ საჭიროა წყლის ადუღება, ქილაში ინგრედიენტების მოთავსება და მარინადის დასხმა.

აუცილებლად მოამზადეთ!

ინგრედიენტები

  • კიტრი 1,5კგ
  • წყალი 2ლ
  • მარილი 2 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • პირშუშხას ფოთლები 1-2 ცალი
  • მოცხარის ფოთლები 3-4 ცალი
  • შავი წიწაკა 6-8 ცალი
  • სურნელოვანი წიწაკა 2-3 ცალი
  • კამა 20გ
  • ნიორი 4-5 კბილი

მომზადება

1.მოამზადეთ ყველა პროდუქტები. გარეცხეთ მწვანილი, კიტრი და გაასუფთავეთ ნიორი.

2.აადუღეთ წყალი, მოაყარეთ 2 სუფრის კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი შაქარი.

3.ნიორი, მწვანილი და კიტრი მოათავსეთ ქილაში. ზემოდან დაფარეთ დაფნის ფოთოლით და წიწაკით.

4.დაასხით ცხელი წყალი. გაგარილეთ 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე. მზა კიტრი მოათავსეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!