დამარინადებული სკუმბრია – ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი

850

ამბობენ, რომ ეს რეცეპტი მურმანსკის მეთევზეების არის. საკმარისია ერთხელ დააგემოვნოთ ამ მეთოდით მომზადებული სკუმბრია, მასზე უარს ვერასოდეს იტყვით.

სკუმბრია – იაფი, მაგრამ ძალიან გემრიელი და სასარგებლო თევზია. სიამაყით შეგიძლიათ გამოიტანოთ სადღესასწაულო მაგიდაზე. დამარინადებული სკუმბრია ამ რეცეპტით გამოდის წითელ თევზზე გემრიელი.

ინგრედიენტები

  • 2 ცალი სკუმბრია
  • 1 ხახვი
  • კამა
  • 2 სუფრის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი კაკალი ქინძი
  • 3-4 კაკალი სურნელოვანი წიწაკა
  • 1/3 ჩაის კოვზი შავი დაფქული წიწაკა
  • 100მლ წყალი
  • 100მლ მცენარეული ზეთი
  • ლიმონი
  • 50მლ ძმარი (9%)
  • 2 დაფნის ფოთოლი

მომზადება

1.მოამზადეთ ინგრედიენტები, გაალღვეთ თევზი.

2.გაასუფთავეთ სკუმბრია, გარეცხეთ ცივი წყლით და კარგად გააშრეთ ხელსახოცით.

3.დაჭერით პროპორციულ ნაჭრებად.

4.დაჭერით ხახვი და კამა.

5.მარილს დაუმატეთ შაქარი, დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი, წიწაკა, კაკალი ქინძი და სურნელოვანი წიწაკა.

6.ქილის ძირას მოათავსეთ ხახვის ფენა, მოაყარეთ შაქარი, მარილი, წიწაკა, მწვანილი. შემდეგ – თევზის ფენა. ამ თანმიმდევრობით აავსეთ ქილა – ხახვი, მარილი, სანელებლები, მწვანილი.

7.ზემოდან მოათავსეთ ლიმონის ნაჭრები. ცივ წყალში გახსენით ძმარი და ზეთი. ეს მასა მოასხით ზეთს დასამარინადებლად. დააფარეთ თავსაფარი და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.

8.დილით თევზი მად იქნება.

სკუმბრიას ძალიან უხდება კარტოფილი და კარტოფილის პიურე. მე ხახვთანაც ძალიან მიყვარს.

გემრიელად მიირთვით!