დაკონსერვებული მანდარინის მარტივი რეცეპტი. ახალზე უფრო გემრიელია

697

ზამთარში ციტრუსებს შორის მანდარინი ფავორიტია. მისი არომატი საახალწლო დღესასწაულებთან ასოცირდება. ახალი ხილი შეგიძლიათ ცომეულს და სალათს დაუმატოთ. ზაფხულში ციტრუსი მაღაზიაში გვხდება, მაგრამ ნაკლებად წვნიანი და მჟავეა. გემრიელი ხილით მთელი წელი რომ დატკბეთ, მანდარინის დაკონსერვებას გირჩევთ.

როგორც ნებისმიერი კონსერვი, მანდარინიც 12 თვე შეგიძლიათ შეინახოთ. მისგან დესერტებს ვამზადებ და ტორტების და ღვეზელების გასაფორმებლად ვიყენებ. ბავშვები ტკბილეულის ნაცვლად დაკონსერვებულ ხილს მიირთმევენ.

როგორ მოვამზადოთ დაკონსერვებული მანდარინი

მხოლოდ ცოტა შაქარი და სანელებელი დაგჭირდებათ. ქილაში მიხაკს და დარიჩინს ვუმატებ. მათი დახმარებით ციტრუსი ახალ გემოს იძენს. თქვენც სცადეთ. მითითებული ინგრედიენტებით 700 მლ–იანი 3 ქილა გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 2 კგ მანდარინი
  • 180 გ შაქარი
  • 2 მიხაკი
  • 1 დარიჩინი

მომზადების წესი:

1. მანდარინი გაასუფთავეთ და თეთრი გარსის მოშორება სცადეთ. მთელი ნაყოფი დატოვეთ.

2. სუფთა მშრალ ქილაში მჭიდროდ ჩააწყვეთ და მდუღარე წყალი დაასხით. თავსახური დააფარეთ და 15 წუთით გააჩერეთ.

3. წყალი ღრმა ტაფაში ჩაასხით, მიხაკი, დარიჩინი და შაქარი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, ცეცხლიდან გადმოდგით და სანელებლები მოაშორეთ.

4. მანდარინებს სიროფი დაასხით და მოხუფეთ. პირსახოცი დააფარეთ და გაგრილებამდე შეფუთული დატოვეთ. გადაბრუნება არ სჭირდება.

კონსერვი საკუჭნაოში ან სარდაფში შეინახეთ. მზის სხივებს და ტკბილეულის მოყვარულებს მოარიდეთ. მჟავე მანდარინიც შეგიძლიათ დააკონსერვოთ. დაგვეთანხმეთ, რომ ტკბილი ხილის ჭამა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მჟავის ჭამით დამანჭვა, რადგან გადაგდება გვენანება. რეცეპტი სასარგებლო ხრიკად შეგიძლიათ ჩათვალოთ, თუ როგორ გახადოთ მანდარინი გემრიელი.