ქათმის ხორცი ყველაზე მარტივი დასამუშავებელია. საკმარისია ორივე მხრიდან შეწვათ ტაფაზე. შეგიძლიათ თხევად ცომში ამოავლოთ. ქათამს ძალიან უხდება ბოსტნეული.
ხახვი და პომიდორი ცხვება ქათმის ხორცის ბალიშზე. ზემოდან ეყრება გახეხილი ყველი, რომელიც ხრაშუნებს გამოცხობის შემდეგ. რეცეპტში ნახენებია მაიონეცი, რომლის სახლში მომზადებას გირჩევთ.
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე 600გ
- ხახვი 1 ცალი
- პომიდორი 5 ცალი
- მაიონეზი 5 სუფრის კოვზი
- მარილი
- შავი წიწაკა
- მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
მომზადება
1.დაჭერით ქათმის ფილე, კარგად დაბეგვეთ.
2.ხორცი მოათავსეთ საცხობ ფორმაზე.
3.დაჭერით პომიდორი.
4.დაბეგვილ ხორცს მოაყარეთ მარილი და წიწაკა, წაუსვით მაიონეზი. მოათავსეთ ხახვი და შემდეგ პომიდორი.
5.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.
6.მოაყარეთ ყველი და შეაბრუნეთ ღუმელში 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!