გუშინ გავაკეთე, დღეს უკვე ვახრაშუნებ. კომბოსტოს გემრიელი წასახემსებელი

485

უკვე ვიცი, როგორ მოვამზადო კომბოსტო ჭარხლით ისე, რომ ოჯახმა შეაქოს და დანამატი მთხოვოს. საუკეთესო წასახემსებელია, რომელიც ამ შემოდგომაზე აუცილებლად უნდა მოამზადოთ. რეცეპტი დიდ დროს და ძალას მოითხოვს. საღამოს გავაკეთე, დღეს უკვე ვახრაშუნებ, თან მარინადსაც ვსვამ!

Gastronomia.ge–ს რედაქცია ნამდვილად გემრიელი კომბოსტოს წასახემსებელს გიზიარებთ. დიდხანს ინახება, არ მწარდება!

სალათის ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ კომბოსტო
  • 1 ჭარხალი
  • 1 სტაფილო
  • 1 თავი ნიორი

მარინადის ინგრედიენტები:

  • 1,4 ლ წყალი
  • 150 გ შაქარი
  • 3 ს/კ მარილი
  • 100 მლ ძმარი (9%)
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 5 წიწაკის მარცვალი

მომზადების წესი:

1. ჭარხალი და სტაფილო გათალეთ, წვრილ ზოლებად გახეხეთ.

2. კომბოსტო გარეცხეთ და მსხვილ კუბებად დაჭერით. თუ უხეში კომბოსტო შეგხვდათ, ხელით ოდნავ დასრისეთ.

3. ღრმა ტაფაში მარინადისთვის წყალი ჩაასხით. მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, წიწაკის მარცვლები და ბაჰარის წიწაკა დაუმატეთ. ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ კიდევ ერთი წუთით ხარშეთ.

4. ბოლოს ძმარი დაუმატეთ.

5. სამლიტრიანი ქილის ძირში პირველ ფენად კომბოსტო ჩააფინეთ, შემდეგ სტაფილო, ბოლოს ჭარხალი, ნიორი და ისევ კომბოსტოს ფენა. სალათი ჭარხლის და ნივრის ფენით დაასრულეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ თითოეული ფენა კარგად ჩატუმბოთ.

6. სალათს მარინადი დაასხით. როგორც კი, გაგრილდება, სალათი მაცივარში 1 დღე შეინახეთ. უკვე 24 საათში წასახემსებელი მზად იქნება. გემრიელად მიირთვით!

ამ რეცეპტით კომბოსტოს წასახემსებელი ჭარხლით და სტაფილოთი მოამზადეთ, რომ ყველა გააოცოთ და სასიამოვნოდ გაახაროთ. როგორც ყოველდღიურ, ასევე სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. ვიტამინებით მდიდარი სალათის სარგებელზე არაფერს ვამბობთ!