ცისფერი ყველი – ეს სახელი მასში განვითარებული ობის მომწვანო-მოცისფრო ფერის გამო ეწოდა. ახასიათებს ძალზე მკვეთრი არომატი და გემო. მზადდება ნადუღისგანაც. სახეობათაგან განსაკუთრებით პოპულარულია “როკფორი”. საქართველოში იწარმოება “ჯავახური ცისფერი” და “მონასტრის ცისფერი”.
ინგრედიენტები:
- 500 გ ბროკოლი
- 500 გ სპაგეტი
- 60 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- 2 კბილი ნიორი
- 250 გ ყველი გორგონზოლა
- 60 გ ყველი პარმეზანი
- დაღერღილი პილპილი
მომზადების წესი:
- დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ, ჩაყარეთ ბროკოლი, მოწალეთ, საწურზე გადაიტანეთ. ნახარში ისევ აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ.
- სანამ პასტა მომზადდება, დიდ ტაფაში გააცხელეთ ზეთი და წვრილად დაჭრილი ნიორი მოშუშეთ. შემდეგ ბროკოლი დაუმატეთ და აურიეთ.
- მომზადებული პასტა ჯამში გადაიტანეთ. ბროკოლი დაადეთ, ბურბუშელებად გახეხილი ან კუბებად დაჭრილი გორგონზოლა და პარმეზანი მოაყარეთ. შეაზავეთ დაღერღილი პილპილით.
- ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.
- გორგონზოლას კრემისებური კონსისტენცია აქვს და ძალიან უხდება პასტასა და ბროკოლს. შეგიძლიათ, კერძს გაცილებით ცხარე ცისფერი ყველი – “სტილტონი”, “როკფორი” ან “დანიური ლურჯი” დაუმატეთ.