გემრიელი საზაფხულო კატლეტები : ფქვილის, პურის და მანანის ბურღულის გარეშე

1422

ასეთი კატლეტების მირთმევა ღამეც არ არის პრობლემა.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფარში 600გ
  • ხაჭო 80გ
  • კომბოსტო 200გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კამა
  • ნივრის ფხვნილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ხმელი სუნელი 0,5 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა
  • მარილი

მომზადება

1.ფარშს დაუმატეთ მარილი, მშრალი ნიორი, ხმელი სუნელი და წიწაკა.

2.ხაჭო დაჭყლიტეთ კვერცხთან ერთად და დაუმატეთ ფარშს.

3.დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო, კამა და მოურიეთ.

4.სველი ხელით მიეცით კატლეტის ფორმა და მოათავსეთ ფორმაზე.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!