გემრიელი, მსუბუქი საუზმეა. გარგარის ჩირი ვიტამინ A – სა და დიეტური ბოჭკოვანას ნამდვილი საცავია. მოამზადეთ, დააგემოვნეთ და თავადვე დარწმუნდებით მის სასარგებლო თვისებებში.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 250 გ გარგარის ჩირი
- 60 გ მოხალული ნუში
- 2 ს.კ. ქოქოსის კაკალი
- მარილი
- 30 გ შავი შოკოლადი
მომზადების წესი:
- გარგარის ჩირი, ნუში 1 ს.კ. გახეხილი ქოქოსის კაკალი სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ, მწიკვი მარილი მოაყარეთ და წვრილად დაფქვით.
- ბატონის ფორმაში (13X23 სმ) პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ ისე, რომ გრძელ გვერდებზე 5 სმ-ით გადმოეფინოს. გადაიტანეთ გარგარიანი მასა, კარგად დატკეპნეთ და 2 სთ-ით ან მთელი ღამით მაცივარში დატოვეთ.
- გარგარისა და ქოქოსის ფილა გვერდებზე გადმოფენილი პერგამენტის დახმარებით ამოიღეთ ფორმიდან.
- შოკოლადი გაადნეთ და მოასხით, მორჩენილი ქოქოსის კაკალიც მოაყარეთ.
- ექვს ფილად დაჭერით.