ტორტი ცხობის გარეშე თეთრი შოკოლადით: მარწვის შიგთავსი თავს დაგაკარგვინებთ

2155

ტორტის უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა მათში განსაკუთრებით გამოირჩევა ისეთები, ცხობა რომ არ სჭირდება. სწრაფი, მსუბუქი, ეფექტური ტკბილი შედევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტორტი ცხობის გარეშე თეთრი შოკოლადითა და მარწყვით – სიმღერასავით ჟღერს!

დავაზუსტებთ ინგრედიენტებს: ნამცხვარი გამოდგება ნებისმიერი ფხვიერი, ზომიერად ტკბილი. შეარჩიეთ კარგი ხარისხის შოკოლადი, ნაღები – 33%-იანი. რეცეპტში გაყინული კენკრაა, თუმცა შეგიძლიათ ახალიც გამოიყენოთ. ინგრედიენტები 20-სმ დიამეტრის მქონე  საცხობ ფორმაზეა გათვლილი. მარწყვი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ალუბლით, ჟოლოთი, დაკკონსერვებული ატმით.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ნამცხვარი
  • 90 გრ კარაქი
  • 175 გრ მარწყვი
  • 300 გრ თეთრი შოკოლადი
  • 50 გრ შაქარი
  • 50 მლ წყალი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • 200 მლ ნაღები
  • 2 ს.კ. ნუშის ფანტელები

მომზადება

1. დაფშვენით ნამცხვარი, დაუმატეთ კარაქი და კარგად დასრისეთ. მოათავსეთ საცხობ ფორმაში და გააბრტყელეთ კედლებზეც. შედგით მაცივარში 15 წუთით.

2. შეურიეთ წყალი და სახამებელი, დაუმატეთ კენკრა, ადუღეთ 2 წთ, შემდეგ გადმოდგით. გაცივებული მარწყვი მოასხით ფორმას და კვლავ 20 წუთით შედგით მაცივარში.

3. წამოადუღეთ ნაღები, დაუმატეთ შოკოლადი, ურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე, გადმოდგით და გააცივეთ. დაასხით მასა ტორტს, მოაყარეთ ნუშის ფანტელები და შედგით მაცივარში 4 საათით.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!