გამომცხვარი ხორცი სწრაფად: განუმეორებელი რეცეპტი

957

ეს არის სუპერ რეცეპტი. ხორცი მზადდება ძალიან სწრაფად, ის გამოდის წვნიანი, ფაფუკი და უგემრიელესი.

ინგრედიენტები

  • ხორცის ფარში 500გ
  • ხახვი 1 ცალი
  • დაკონსერვებული ქამა სოკო 1 ქილა
  • ყველი 200-250გ
  • თეთრი პური 1 ცალი
  • მაიონეზი 100გ
  • მარილი, წიწაკა და სანელებლები გემოვნებით
  • რძე (შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალი) 0,5 ჭიქა

მომზადება

  1. პური დააქუცმაცეთ და ამოავლეთ რძეში (ან წყალში), ოდნავ გაწურეთ.
  2. ფარშს დაუმატეთ პური და ხახვი.
  3. გაატარეთ ხორცსაკეპში.
  4. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები, კარგად მოურიეთ.
  5. ფარში მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ფორმაში და წაუსვით მაიონეზი.
  6. ზემოდან დაალაგეთ სოკო.
  7. მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  8. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი, შემდეგ ბოლო 15 წუთი მოუმატეთ ტემპერატურას 200 გრადუსამდე.

გემრიელად მიირთვით!