წიწაკები ხშირად ამოგვივსია ფარშით, მაგრამ პომიდორი? ეს კერძი მეც ძალიან მეუცხოა, რადგან ადრე არ გამისინჯავს. მოვამზადე და პირველივე გასინჯვისას შემიყვარდა.
ეს კერძი ყოველთვის ამშვენებს ჩემს სადღესასწაულო მაგიდას.
ინგრედიენტები
- 750გ ფარში
- 2კგ პომიდორი
- 1 გახეხილი ხახვი
- 3 მწვანე წიწაკა
- 2 წითელი წიწაკა
- 1 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
- მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
- ზირა
მომზადება
- ჯამში მოათავსეთ ხორცი, ხახვი, მარილი, შავი წიწაკა და ზირა.
- კარგად მოურიეთ.
- პომიდვრები ჩაჭერით 3 ადგილას (არა ბოლომდე).
- ჩაჭრილი ადგილები ამოავსეთ ფარშით.
- პომიდვრები გადაიტანეთ ცხიმიან ფორმაზე.
- ზეოდან მოათავსეთ წიწაკა, ისიც შეგიძილიათ ამოავსოთ ფარშით.
- პომიდვრის პასტა გახსენით 1 ჭიქა წყალიში და მოასხით კრეძს.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.
- შემდეგ 250 გრადუსზე 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!