გამომცხვარი მაკარონის რეცეპტი

3084

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ერთ საათში სტუმრებს ელოდება, მაგრამ არ იცის რით გაუმასპინძლდეს, მაგრამ ამაზე ფიქრი აღარ მოგიწევთ, თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით მოამზადებთ ძალიან გემრიელ პასტას “კასეროლე”. მისი მომზადება ძალიან მარტივია, თქვენ მხოლოდ 10 წუთს დაკარგავთ და მშიერიც არავინ დარჩება.

გამომცხვარი მაკარონის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 200 გრ მაკარონი
  • 300 გრ ქათმის ფილე
  • 2 ც კვერცხი
  • 200 მლ რძე
  • 200 მლ წყალი
  • 2 ც პომიდორი
  • 130 გრ მაგარი ყველი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • შავი პილპილი
  • ბასილი
  • ოხრახუში

მომზადების წესი 

1. უბრალოდ მოათავსეთ მაკარონი საცხობ ფორმაში. შეგიძლიათ ნებისმიერი მაკარონი ან სპაგეტი გამოიყენოთ.

2. დაჭერით ქათმის ფილე კუბებად და დაალაგეთ მაკარონზე.

3. შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ბასილი და ოხრახუში.

4. დაალაგეთ ზემოდან პომიდვრის მრგვალი ნაჭრები.

5. აურიეთ ერთმანეთში კვერცხი, რძე და წყალი, დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი (დაფქული), შემდეგ კი ნაზავი მაკარონს ზემოდან მოასხით.

6. და ბოლოს, მოაყარეთ ზემოდან მაგარი ყველი. საცხობ ფორმას გადააფარეთ ფოლგა და მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.

7. სულ ესაა, არომატული, ძალიან გემრიელი გამომცხვარი მაკარონი მზადაა!

გემრიელად მიირთვით!