გამომცხვარი კარტოფილი “ბულანჟერი”. ეს ფრანგული რეცეპტი საოცრად მარტივია.

757

ეს ფრანგული რეცეპტი კარტოფილს ხელახლა შეგაყვარებთ. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი მარტივი ინგრედიენტებისგან საოცარი კერძის მომზადება შეიძლება. თხელი კარტოფილის ფირფიტები, რძიან სოუსში. . .

ფრანგები ამ კერძს სხლში ამზადებდნენ, მარამ გამოსაცხობად უახლოეს საფუნთუშეში მიჰქონდათ, ასე რომ ამ კერძის გამოცხობა პურთან ერთადაც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 1კგ კარტოფილი
  • 2 თავი ხახვი
  • 60გ კარაქი
  • 200მლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 200მლ რძე
  • მარილი და დაფქული შავი წიწაკა

მომზადება

1.გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი, წვრილ ფირფიტებად – დაახლოებით 2მმ სისქეზე. წვრილად დაჭერით ხახვი. კარტოფილს მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარქი – 20გ საშუალო ფორმისთვის საკმარისი იქნება. მოათავსეთ კარტოფილის ფენა, შემდეგ ხახვი, ამგვარად ააწყვეთ კერძი.

3.განსაკუთრებით ლამაზად მოათავსეთ კარტოფილის ბოლო ფენა. მოასხით რძეში გახსნილი ცხელი ბულიონი. თხევადმა მასამ არ უნდა გადაფაროს კარტოფილის ბოლო ფენა, მას უნდა გაუსწორდეს. ცხობის წინ ზედა ფენას წაუსვით გამღვალი კარაქი.

ფორმას დააფარეთ ფოლგა და გამოაცხეთ 40 წუთი 200 გრადუსზე. მოხსენით ფოლგა, 180 გრადუსზე გამოაცხეთ 40 წუთი.

4.უკვე მზა კარტოფილი შეგიძლიათ მიირთვათ კარაქთან ერთად. შეგიძლიათ გახეხოთ ნიორი და მოაყაროთ კერძს.

გემრიელად მიირთვით!