თუ ტრადიციული გალუფცი მოგბეზრდათ, მითუმეტეს ახალი წლების შემდეგ, მაშინ დაუმატეთ მას ელემენტი, რომელიც განაახლებს. ელემენტში მე არ ვგულისხმობ სოუსს, ან სანელებლებს, არამედ აქ იგულისხმე ყველასათვის საყვარელი ქათმის ბარკლები. ეს არის ცვლილება, რომელიც კერძს ხდის ორიგინალურს.
ამ კერძს თამამად შეგიძლიათ უწოდოთ დამოუკიდებელი. გარნირად ბრინჯი, ბოსტნეული და ქათმის ბარკლები სოუსთან ერთაად აასრულებს ნებისმიერი გურმანის ოცნებას. დამიჯერეთ, ერთი თეფშის შემდეგ დამატებას აუცილებლად მოითხოვთ.
როგორ მოვამზადოთ გალუფცი
ინგრედიენტები
- 6 ქათმის ბარკალი
- 0,5 ჭიქა ბრინჯი
- ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- სტაფილო
- ბულგარული წიწაკა
- 70გ ტომატის პასტა
- 200გ არაჟანი
- 1 ჭიქა წყალი
- 1 ჩასი კოვზი შაქარი
- მარილი გემოვნებით
- პომიდორი
- 1 ჩაის კოვზი გამომშრალი რეჰანი
- 6 ფურცელი კომბოსტო
მომზადება
1.გარეცხეთ, დაამარილეთ და მოაყარეთ სასურველი სანელებლები ბარკლებს. მოათავსეთ ტაფაზე და შეწვით ზეთში საშუალო ცეცხლზე.
2.კომბოსტოს 6 დიდი ფურცელი მოხარშეთ მათ დარბილებამდე. მოხარშეთ ბრინჯი. წვრილად დაჭერით ხახვი და გახეხეთ სტაფილო, შეწვით ზეთში.
3.ბრინჯს დაუმატეთ შემწვარი ბოსტნეული. კომბოსტოს ფურცელზე მოატავსეთ ბრინჯის მასა და ბარკალი, ზემოდან დაამატეთ ბრინჯი.
4.კომბოსტოს ფურცელი შეახვიეთ ბრინჯთან და ბარკალთან ერთად. იგივე გაიმეორეთ დანარჩენ შემთხვევაშიც. გალუფცი მოათსვსეთ ტაფაზე. ბულგარული წიწაკა და ნიორი დაჭერით წვრილად. წიწაკა მოათავსეთ გალუფცებს შორის, ხოლო ნიორი მოაყარეთ ზემოდან.
5.ტომატის პასტას დაუმატეთ არაჟანი, წყალი, რეჰანი, შაქარი და მარილი. მიღებული სოუსი მოასხით გალუფცის და თავდახურულ მდგომარეობაში მოთუშეთ 30-40 წუთი. დაჭერით პომიდორი, მოათასვეთ გალუფცის თავზე და მოთუშეთ კიდევ დამატებით 10 წუთი.
6.კერძი გააფორმეთ მწვანილით და ის მზად არის!
თქვენ გამოგივათ შეუდარებელი კერძი ბარკლებით და ბრინჯით. ერთადერთი მინუსი აქ ქათმის ბარკალში არსებული ძვალი, მაგრამ დიდხანს თუშვის შემდეგ ის მარტივად შორდება ხორცს.
ამ რეცეპტით მოამზადეთ ეს კერძი და თქვენ სამუდამოდ უარს იტყვით სტანდარტულ რეცეპტზე. გემრიელად მიირთვით!