რულეტი “ა ლა ლაზანია” – მადისაღმძვრელი კერძი, რომელსაც ძალიან ხშირად ვამზადებ

1394

ყველას თუ არა ალბათ უმეტესობას დაგიგემოვნებიათ იტალიური კერძი “ლაზანია”, დღეს გასტრონომიას რედაქცია ამ კერძის ალტერნატივას გთავაზობთ რომელსაც “ა ლა ლაზანია” ეწოდება. ხორციანი რულეტების მოყვარულებისთვის ეს კერძი ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

ინგრედიენტები: 

  • 2 სომხური ლავაშის ფირფიტა
  • 500 გრ ქათმის ფილე
  • 2-3 თავი ხახვი
  • 6-7 პამიდორი
  • 3 ს.კ. ხახვთან შემწვარი სოკო
  • გახეხილი ყველი გემოვნებით
  • სანელებლები, მწვანილი გემოვნებით
  • სოუსი (ბეშამელი) მოსამზადებლად:
  • 100 გ კარაქი
  • 1 ლ რძე
  • 4 ს.კ. ფქვილი

მომზადების წესი:

  1. პამიდორს გავაცილოთ კანი და დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
  2. ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად. ქათმის ხორცი დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ მარილი და სანელებლები.
  3. ერთ ტაფაზე სანახევროდ შევწვათ 2/3 დავუმატოთ პამიდორი, მწვანილი, მარილი, სანელებლები გემოვნების მიხედვით და მოვშუშოთ.
  4. მეორე ტაფაზე სანახევროდ  შევწვათ ქათმის ხორცი, დავუმატოთ დარჩენილი ხახვი და გავაგრძელოთ შეწვა მომზადებამდე.
  5. ბეშამელის სოუსისათვის გავადნოთ კარაქი, მცირე ულუფებით დავუმატოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ, თანდათანობით წვრილ ნაკადად ჩავასხათ რძე (ისე, რომ არ წარმოიქმნას კუშტები), დავუმატოთ მარილი, სანელებლები და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ მივიღებთ არაჟნის სისქის მასას.
  6. ტაფაზე წავუსვათ ზეთი, დავაფინოთ ლავაშის ფირფიტა, წავუსვათ მომზადებული სოუსი ბეშემელი, თანაბრად დავაწყოთ შემწვარი ბოსტნეულის ნახევარი, შემდეგ ქათმის ხორცის ნახევარი და დავაფაროთ ლავაშის მეორე ფირფიტა. ზემოდან ისევ წავუსვათ სოუსი, დავაწყოთ დარჩენილი ბოსტნეული, ქათმის ხორცი, დავუმატოთ შემწვარი სოკო და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.
  7. ლავაში ფრთხილად გადავახვიოთ რულეტის მსგავსად, ზემოდან წავუსვათ სოუსი და შევდგათ წინასწარ 160-170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.