კარტოფილით მრავალი კერძის მომზადება შეგვიძლია. სოსისი ან ხორცი შეგიძლიათ დაუმატოთ, რომ კიდევ უფრო გემრიელი გამოვიდეს.
ინგრედიენტები:
- 3 კარტოფილი
- 200 გრ ძეხვი ან ხორცი
- 2 კვერცხი
- მწვანე ხახვი და მწვანილი
- მარილი და სანელებლები
- მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
- კარტოფილი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ზედმეტი წყალი გადაასხით ან გადაწურეთ.
- კვერცხი, სანელებლები, მარილი დაუმატეთ და აურიეთ.
- ძეხვი ან მოხარშული ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით.
- მწვანე ხახვი და მწვანილი წვრილად დაჭერით.
- ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
- ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ და პატარა ბლინები მოათავსეთ. თავსახური დაახურეთ და რამდენიმე წუთით თითოეული მხრიდან შეწვით.
- ბლინები კიდევ უფრო გემრიელი რომ იყოს, მეორეჯერ გადააბრუნეთ და გახეხილი ყველის და პაპრიკის ნარევი მოაყარეთ.
რეცეპტი 2
ასეთი წასახემსებელი ფუნჩულა მარტივად და სწრაფად მზადდება. გარედან ხრაშუნა და შიგნით რბილი გამოდის. ჩიფსებზე უკეთესია. სუფრიდან წამებში გაქრება.
ინგრედიენტები:
- 3-4 კარტოფილი
- 200 მლ რძე
- 1 ს/კ შაქარი
- 0,25 ჩ/კ მარილი
- 2 სოსისი საექიმო
- 1 კვერცხი
- 200 გრ ფქვილი
- 15 გრ ახალი საფუარი
- 1 კონა კამა
- 0,25 ჩ/კ დაფქული კურკუმა
- 0,25 ჩ/კ დაფქული პაპრიკა
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
- ყველა ინგრედიენტი მოამზადეთ. კარტოფილი ცხელ წყალში დარბილებამდე მოხარშეთ.
- მოხარშული კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ ან დაჭყლიტეთ. ახალი საფუარი, მარილი, შაქარი და სანელებლები დაუმატეთ.
- თბილი რძე და კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ.
- სოსისი გახეხეთ, კამა დაჭერით და ცომს დაუმატეთ. აურიეთ და 2/3 ფქვილი დაუმატეთ.
- პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ საფუარი გააქტიურდეს. ამოსულ ცომს დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ.
- ოლადების მსგავს ცომს მიიღებთ. სქელ პარკის ტომარაში გადაიტანეთ. ქილაში ან ჭიქაში ჩადეთ, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს.
- ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ. დანით პარკის კუთხე მოჭერით და ცომს მოუჭირეთ. პატარა ნაჭრები ცხელ ზეთში მოათავსეთ. შეწითლებამდე შეწვით, შემდეგ გადააბრუნეთ. ზომაში კარგად გაიზრდება.
- კარტოფილის კერძი მზადაა. ფუნჩულა მოწითალო, გარედან ხრაშუნა და შიგნით რბილი გამოვა. გემრიელად მიირთვით!