ბრინჯმა საუკუნეების წინ მოაღწია აზიიდან ჩვენამდე და მისგან არაერთი გემრიელი და მრავალფეროვანი კერძი მომზადდა. ბრინჯის ფლავი კი კარგად მოგეხსნებათ როგორი გემრიელი და არომატულია. სწორედ ფლავის ერთ-ერთ განსაკუთრებულ რეცეპტს გთავაზობთ გასტრონომიას რედაქცია. დავიწყოთ:
ინგრედიენტები:
- გოგრა – 600 გრამი
- ბრინჯი – 700 გრამი
- ვაშლი – 2 ცალი
- ხილის სიროფი ან თაფლი – 50 გრამი
- კომში – 2 ცალი
- ქიშმიში – 100 გრამი
- ერბო – 100 გრამი
- შაქარი – 100 გრამი
- მარილი – გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- გოგრა, ვაშლი და კომში გავფცქვნათ, გული ამოვაცალოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მივუმატოთ შაქარწყალში დამბალი ქიშმიში, ერბო და მდუღარეში ამოვლებული ბრინჯი, ყველაფერი ეს მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 2 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, დავახუროთ ხუფი და შევდგათ ცხელ ჰაერღუმელში, სადაც ის თან მოიხარშება და თანაც გამოცხვება.
- სუფრაზე მივიტანოთ ხილის სიროფით ან თაფლით.