ბრინჯის და კარტოფილის კატლეტი სოკოს სოუსით. დეტალური რეცეპტი

284

გუშინ სტუმრები გვყავდა, ამიტომ სუფრა კერძებით სავსე იყო. არა მხოლოდ რამდენიმე სახეობის ცხელი კერძი, არამედ ორი გარნირიც მოვამზადე. რა თქმა უნდა, სტუმრებმა ყველაფერი შეჭამეს. დღეს დარჩენილი კერძებიდან ბრინჯის და კარტოფილის კატლეტებს გავაკეთებ. დედამ ბავშვობიდან მასწავლა, რომ საჭმლის გადაყრა არ შეიძლება.

კარტოფილის კატლეტი ბრინჯით კარგი მიზეზია, რომ ორგანიზმი ხორციანი კერძებისგან დაასვენოთ. ამჯერად, ფარშს და ხორცს გვერდს ავუვლით. ასეთი საოცარი ოქროსფერი კატლეტები მოამზადეთ, რომ ოჯახის წევრები გემრიელი და ნოყიერი კერძებით გაახაროთ. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ არაერთხელ შეწვავთ.

როგორ მოვამზადოთ ბრინჯის და კარტოფილის კატლეტი სოუსით

ბრინჯის და კარტოფილის კატლეტებს სოკოს სოუსი იდეალურად უხდება. აუცილებელი არაა, რომ დარჩენილი გარნირი გამოიყენოთ. უბრალოდ საჭირო ინგრედიენტები მოამზადეთ და საქმეს შეუდექით. სანელებლები გემოვნებით შეარჩიეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 1 ხახვი
  • 1 კვერცხი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 250 გ ქამა სოკო
  • 1 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • 2 კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • მარილი გემოვნებით
  • თავშავა გემოვნებით
  • 1 ს/კ კარაქი
  • 300 მლ ნაღები

მომზადების წესი:

1. ბრინჯი გარეცხეთ და მარილიან წყალში მომზადებამდე მოხარშეთ.

2. კარტოფილი გათალეთ, ნაჭრებად დაჭერით, წყალი დაასხით, მარილი დაუმატეთ და მომზადებამდე მოხარშეთ. შემდეგ პიურეს მისაღებად დაჭყლიტეთ.

3. ხახვი კუბებად დაჭერით და მზესუმზირის ზეთში ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

4. სტაფილო წვრილად გახეხეთ და ხახვს დაუმატეთ. დარბილებამდე შეწვით.

5. ბრინჯი, კარტოფილის პიურე, შემწვარი ბოსტნეული, კვერცხი, მარილი, წიწაკა და თავშავა აურიეთ.

6. მიღებული ნარევიდან კატლეტები გამოძერწეთ და ტაფაზე ცხელ ზეთში შეწვით. ორივე მხრიდან ოქროსფერი შეფერილობამდე შეწვით.

7. სოკო პატარა კუბებად დაჭერით. ტაფაზე გამდნარ კარაქში შეწვით.

8. ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ ნაღები დაასხით და სოუსი 10 წუთით მოამზადეთ, აურიეთ. მარილი გემოვნებით დაუმატეთ.

უხორცო კატლეტი მარტივად და სწრაფად მზადდება. მძიმე სამუშაო დღის შემდეგაც მარტივად გაუმკლავდებით. სუფრაზე დამოუკიდებელ კერძად გაიტანეთ ან როგორც გარნირი ხორცის და თევზის კერძებთან. სასიამოვნოა, რომ ბრინჯის კატლეტის მოსამზადებლად უმარტივესი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტები გვჭირდება.