ბრინჯით, ნივრითა და კენკრით ფარშირებული სკუმბრია: უგემრიელესი კერძი

1719

გამომცხვარი სკუმბრია – მუდამ მომგებიანი ვარიანტია, რადგან სწრაფად მზადდება და უგემრიელესია. მაგრამ დღევანდელი ჩვენი რეცეპტი განსაკუთრებულია. მისი მიხედვით მომზადებული სკუმბრია გამოიყურება, როგორც რესტორნული კერძი. გემობრივ თვისებებზე კი საუბარიც ზედმეტია: კენკრის ოდნავი სიმჟავე, ბრინჯი, ნივრისა და მდოგვის არომატი და პიკანტურობა – საოცარი ნაზავია.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კენკრა, გაყინული ან ახალი. რეცეპტი ამავდროულად მარტივიცაა და ორიგინალური და ნატიფი. გარდა ამისა, კერძი არ საჭიროებს დამატებით გარნირს.

ინგრედიენტები

  • 2 ც სკუმბრია
  • 0,5 ჭიქა ბრინჯი
  • 100 გრ კენკრა
  • 1 ც ნიორი
  • 2 ს.კ. კარაქი
  • 2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ ბრინჯი და მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში. გაფცქვენით ნიორი, განაცალკევეთ კბილებად. კბილები არ გაფცქვნათ.
  2. გარეცხეთ და კარგად გაასუფთავეთ თევზი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ზედა მხრიდან ჩაჭერით რამდენიმე ადგილას.
  3. შეურიეთ მოხარშული ბრინჯი, კარაქი, კენკრა და ნივრის კბილები. ცოტაოდენი კენკრა და ნიორი დატოვეთ მოსართავად. დატენეთ თევზი ამ შიგთავსით.
  4. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი. მოათავსეთ თევზი. ჭრილებში მოათავსეთ კარაქი, კენკრა, ნიორი.
  5. წაუსვით მდოგვი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღმელში დაახლოებით 25 წუთით.

მზა კერძს არ სჭირდება გარნირი, ის თავისთავად უკვე ძალიან გემრიელი გამოდის. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!