ბრინჯიანი გუფთა ტომატის სოუსში

მშიერი ოჯახის გემრიელად დაპურება ერთგვარი ხელოვნებაა. დღეს გასწავლით ბრინჯიანი გუფთის ტომატის სოუსში მომზადებას, რომელიც კარგად ანაყრებს, უგემრიელესია, მზადდება მარტივად და ქურასთან რამდენიმე საათის გატარებასაც არ მოითხოვს!

მოიმარაგეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი. თუ რომელიმე ინგრედიენტი არ მოგეპოვებათ ნუ იდარდებთ, ყოველთვის შეიძლება მისი შემცვლელის პოვნა. მაგალითად, კურდღლის ფარშის მაგივრად – ქათმის ფილეც გამოდგება.

გუფთის ინგრედიენტები

  • 300 გრამი ღორის და ძროხის ხორცის ფარში
  • 150 გრამი კურდღლის ფარში
  • 0.5 საშუალო ზომის ხახვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მისკატის კაკალი
  • 130 გრამი მოხარშული ბრინჯი
  • 2 ჩაის კოვზი ბარბექიუს სოუსი

სოუსის ინგრედიენტები:

  • 2 კბილი ნიორი
  • მცენარეული ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • რძე
    2 ჩაის კოვზი ტომატი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • სუნელები
  • წყალი
  • 2 ჩაის კოვზი მდოგვი

მომზადების წესი

გუფთა

1. წვრილად დაჭერით ხახვი და მოწვით ცხელ, მშრალ ტაფაზე.

2. დიდ ჯამში გადაურიეთ ორივე სახის ფარში და მარილით, წიწაკიტა და ახალგახეხილი მუსკატის კაკალით შეაზავეთ. მასში ჩაყარეთ მომწვარი ხახვი და მოხარშული ბრინჯი. ბრინჯი არ უნდ აიყოს ბოლომდე მოხარშული, ის ფარშის დაახლოებით მესამედს უნდა შეადგენდეს. დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი ბარბექიუს სოუსი.

3. ფაქრშის ყველა ინგრედიენტი ერთ მასად გადაურიეთ. დაიწყეთ დაახლოებით 60 გრამიანი გუფთების ფორმირება. უმი გუფთები ფრთხილად მოათავსეთ ღრმა კერამიკულ ფორმაში და ცოტა ხნით “დაასვენეთ”.

მოვამზადოთ სოუსი:

4. დანაყეთ ნიორი და ოდნავ მოწვით ტაფაზე – მცენარეულ ზეთში. ცეცხლს მინიმუმადე დაუწიეთ და ფქვილი მოაყარეთ. შემდეგ დაასხით ცოტაოდენი რძე და აქტიურად ურიეთ. დაუმატეთ ტომატის პასტა და განაგრძეთ მორევა.

5. საკმაოდ შესქელებული რძისა და ტომატის სოუსი მარილით, წიწაკითა და საყვარელი სანელებლებით შეაზავეთ. ახლა დროა ის ოდნავ გავათხელოთ. ჩაასხით მასში ცოტაოდენი წყალი და კარგად ურიეთ, ყველაზე ბოლოს სოუსს მდოგვის მოტკბო მარცვლები დაუმატეთ.

6. პრაქტიკულად მზად არის. გამოიღეთ გუფთების ფორმა და მასში სოუსი ჩაასხით. არ მოურიოთ თორემ ხორცის გუფთების სტრუქტურა დაირღვევა. ფორმა 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით და 20 წუთის მანძილზე აცხვეთ. მზა გუფთები ზომაში ოდნავ შემცირდება, სოუსი კი კვლავ თხევადი იქნება.

ღრმა ლამაზ თეფსზე რამდენიმე კოვზი სოუსი მოათავსეთ, ზემოდან კი ბრინჯიანი გუფთის ბურთულები მოათავსეთ. მოაყარეთ სეზამის მარცვლები და რამდენიმე მდოგვის მარცვლით მორთეთ. შეგიძიათ სურვილისამებრ მწვანილიც მოაყაროთ.