ბოსტნეულის ღვეზელის მომზადების ისტრუქცია

1316

ეს ღვეზელი მოეწონება იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ბოსტნეული დიდად არ უყვართ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა შვილებისთვის ბროკოლის და სხვა სასარგებლო ბოსტნეულის მისაღებად.

ცომი ხაჭოთი მზადდება და ძალიან ჰაეროვანი გამოდის. თავად ღვეზელი ლამაზი, ორიგინალური და ძალზე გემრიელი გამოდის. მის მოსამზადებლად საკმაოდ მცირე დროა საჭირო.

ღვეზელი ბროკოლით

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოვამზადოთ ღვეზელი ბროკოლის შიგთავსით. იდეალური გზა ბოსტნეულის მოსამზადებლად!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 130 გრ ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ც კვერცხი
  • 200 გრ ხაჭო

ინგრედიენტები შესავსებად

  • 400 მლ ნაღები
  • 4 ც კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 0,5 ჩ.კ. შავი დაფქული პილპილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 2 ღერო პრასი
  • 20 ბროკოლის ყვავილი
  • 1 ც სტაფილო
  • 100 გრ ყველი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ცომის მოსამზადებლად, ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, მარილი, შაქარი, სოდა, დარბილებული კარაქის ნაჭერი და კვერცხი. კარგად მოურიეთ, შემდეგ კი ხაჭო დაუმატეთ.

2. მოზილეთ ცომი. იგი უნდა იყოს რბილი და არ უნდა ეკრობოდეს ხელებზე. გაახვიეთ ცომი საკვებ ცელოფანში და შედგით მაცივარში ნახევარი საათით.

3. ღვეზელის შესავსების მოსამზადებლად შეურიეთ ერთმანეთს ნაღები, კვერცხი, მარილი და ცოტაოდენი შავი პილპილი. ხელის სათქვეფით ათქვიფეთ მასა 4-5 წუთის განმავლობაში.

4. მოამზადეთ შიგთავსი: გარეცხეთ და დაჭერით ბროკოლი. შემდეგ დაასხით ზემომდან მდუღარე წყალი და გააჩერეთ 3-4 წუთით. გადაღვარეთ წყალი.

დაჭერით ხახვი თხელ რგოლებად, მოთუშეთ ტაფაზე ცოტაოდენ ზეთში, სანამ არ დარბილდება. სტაფილო მსხვილად გახეხეთ. ხახვს დაუმატეთ ბროკოლი, მარილი და პილპილი. მოთუშეთ, სანამ ყველა ბოსტნეული მზად არ იქნება, მუდმივად მოურიეთ.

5. გადაიტანეთ ცომი საცხობ ფორმაში, გადაანაწილეთ მთელ სივრცეზე და კიდეები ამოუღრმავეთ. მთელი შიგთავსი ცომზე გადაანაწილეთ.

6. ბოსტნეულს ზემოდან შესავსები მასა მოასხით. ცომის თავისუფალი კიდეები სუფრის კოვზით ფრთხილად გადაკეცეთ ცენტრისკენ. ბოლოს კი ზედაპირზე გახეხილი ყველი მოაყარეთ.

7. მოათავსეთ ღვეზელი გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთის განმავლობაში. სანამ მიირთმევდეთ, გააჩერეთ ღვეზელი 2-3 საათით.

სულ ესაა, ბოსტნეულის ღვეზელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ამ ღვეზელის ცომი სუპერ-უნივერსალურია, იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკბილი ღვეზელების მოსამზადებლადაც. შიგთავსად შეგიძლიათ სხვადასხვა ინგრედიენტები გამოიყენოთ.