სეზონური ბოსტნეულის მოყვარულები ყოველთვის ვცდილობთ სიახელე შევიტანოთ ჩვენი კვების რაციონში.
შემთხვევით წავაწყდი ამ სასწაულ რეცეპტს. ბოსტნეული უგემრიელესია და საოცრად არომატულია. ვაცხობ კექსის ფორმებში და ვაძლევ დესერტის ფორმას.
ინგრედიენტები
- ყაბაყი 500გ
- ხახვი 100გ
- წყალი 100მლ
- მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
- მწვანილი გემოვნებით
- სტაფილო 100გ
- ხორბლის ფქვილი 80გ
- კვერცხი 1 ცალი
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- სანელებლები გემოვნებით
მომზადება
1.დაჭერით ყაბაყი. დააქუცმაცეთ ხახვი და სტაფილო. ღრმა ჯამში მოათავსეთ ბოსტნეული.
2.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოთუშეთ ბოსტნეული 10 წუთი. გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ.
3.ფქვილს დაუმატეთ წყალი ნელ-ნელა, მოურიეთ. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი, მარილი, კვერცხი, მწვანილი და სანელებლები. ათქვიფეთ.
4.მასა ჩაასხით ფორმებში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!