ბოსტნეულის დიეტური კოტლეტები: მსუბუქი, ნოყიერი და წარმოუდგენლად მადისაღმძვრელი

2885

იდეალური კოტლეტები არაფერ ზედმეტს არ უნდა შეიცავდეს. ამასთან, ხორცი არ არის კოტლეტების აუცილებელი ინგრედიენტი. თუ აქამდე ბოსტნეულის კოტლეტები არ დაგიგემოვნებიათ, დადგა დრო, სცადოთ ჩვენთან ერთად მომზადება.

ამას სულ რაღაც 15 წუთი დასჭირდება: საკმარისია, საყინულიდან  ბოსტნეულის ნაზავი გამოიღოთ. ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, სტაფილო – არავითარი ეგზოტიკა. შედეგად კი მსუბუქ და საინტერესო გემოს მქონე კერძს მიიღებთ.

რჩევა: კოტლეტები უფრო წვნიანი რომ გამოვიდეს, მოზმადებისას დაუმატეთ 1-2 ს.კ. უცხიმო ხაჭო.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ბოსტნეულის ნაზავი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გაყინული ბოსტნეული დააბლენდერეთ.

2. დაამატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ.

3. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი, კოვზით მოათავსეთ კოტლეტები და შეწვით ორივე მხრიდან 1-2 წუთის განმავლობაში.

ბოსტნეულის კოტლეტს ნებისმიერი გარნირი და სალათები მოუხდება, ასევე უცხიმო არაჟანი და იოგურტი. შესანიშნავია განტვირთვის დღისთვის. დატკბით გემრიელი კერძით და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!