ბოსტნეულის გალუბცი ქილაში: სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი ერთ ქილაში

568

კონსერვირებული გალუბცი ბოსტნეულისგან – ეს არამარტო გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მისი მომზადება განსაკუთრებით ზამთარშია აქტუალური, როდესაც ბოსტნეული ძვირდება ზაფხულთან შედარებით.

მე გირჩევთ მარაგად მოამზადოთ. დარწმუნებული ვარ თქვენც ძალიან მოგეწონებათ და თქვენს ოჯახის წევრებსაც.

ინგრედიენტები

  • ყვევილოვანი კომბოსტო
  • 2 დიდი სტაფილო
  • ხახვი
  • ჭარხალი
  • 3 კბილი ნიორი
  • მწვანილი (ოხრახუში და კამა)
  • სანელებლები (ბოსტნეულისთვის), ასევე პაპრიკა, დაფნა და წიწაკის მარცვლები

მომზადება

დასაწყისისთვის გაასუფთავეთ და დაზიანებული ფურცლები მოაშორეთ კომბოსტოს.

ამის შემდეგ შეგიძლიათ კომბოსტო ჩადოთ პოლიეთილენის პაკეტში და მოათავსოთ 10 წუთი მიკროტალღურში. გაგრილების შემდეგ კომბოსტოს მარტივად მოსცილდება ფურცლები.

გულსართის მოსამზადებლად, წვრილად დაჭერით ხახვი და მოთუშეთ ოხრახუშის ძირი. გახეხეთ სტაფილო და ჭარხალი.

ყველა ინგრედიენტი შეაერთეთ ჯამში. გადაინახეთ ჭარხლის მასის ნახევარი. ბოსტნეულს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და სანელებლები. მოურიეთ და დაელოდეთ წვენის გამოყოფას. ამის შემდეგ გულსართი გადაახვიეთ კომბოსტოს ფურცლებში.

მარინადისთვის დაგჭირდებათ

  • 1ლ წყალი
  • სუფირს კოვზი მარილი
  • 9% ძმარი (100მლ)
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი

ჩაასხით ქვაბში წყალი, დაუმატეთ ყველა კომპონენტი (ძმრის გარდა) და დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ დაელოდეთ 4 წუთი და გადმოიტანეთ ცეცხლიდან. დაუმატეთ ძმარი და ისევ მოურიეთ.

ქილები წინასწარ უნდა გაასტერილოთ. თითოეულში მოათავსეთ წიწაკის მარცვლები და მწვანილი. გალუბცი ფენებად ლაგდება. თითოეულის ზემოდან ცოტა ჭარხალიც უნდა გადაანაწილოთ მწვანილთან ერთად.

ავსებულ ქილაში ჩაასხით ცხელი მარინადი. დააფარეთ თავსაფარი და დატოვეთ ქვაბში 25 წუთი, რათა ბოლომდე დასრულდეს სტერილიზაცია.

ფინალური ეტაპი – ჰერმეტიულად დააფარეთ, გადმოაბრუნეთ თავდაყირა და გააგრილეთ. უმჯობესია ეს პერიოდი ქილები თბილ ადგილას დატოვოთ.