ბოსტნეულის ასეთი კონსერვაცია ქების ღირსია. იდეალურ გემოს ინარჩუნებს

477

ბევრი დიასახლისი თვლის, რომ კონსერვების გაკეთება რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყოველდღე პროდუქტებზე ფასები მატულობს და ამის ფონზე კონსერვები ზამთარში ნამდვილად გამოსადეგია. გირჩევთ, გაკეთება ისწავლოთ. ასე ბევრ სარგებელს შეინარჩუნებთ და მაღაზიის იმედად არ დარჩებით.

ამ რეცეპტით არა მხოლოდ კიტრის და პომიდვრის, არამედ ნებისმიერი ბოსტნეულის, მაგალითად, სტაფილოს, ყაბაყის, კომბოსტოს, ყვავილოვანი კომბოსტოს და ბულგარული წიწაკის დამწნილებას შეძლებთ. ზამთარში ხრაშუნა კიტრი, კომბოსტო თუ წიწაკა დიდ სიამოვნებას და სარგებელს მოგიტანთ.

სანამ დაკონსერვებას დაიწყებთ, ქილები მოამზადეთ. კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. წყალი ბოლო წვეთამდე უნდა დაიწუროს. ამის შემდეგ ფრთხილად გაასტერილეთ და კვლავ გაამშრალეთ. ბოსტნეულის და ქილების რაოდენობა თქვენი სურვილით დაარეგულირეთ.

კონსერვის ინგრედიენტები:

  • ნებისმიერი ბოსტნეული
  • ნიორი
  • პირშუშხას ფესვი
  • დაფნის ფოთოლი
  • წიწაკის ნარევი

მარილწყლის ინგრედიენტები:

  • 3 ლ წყალი
  • 4 ს/კ მარილი
  • 7 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

1. ბოსტნეული გარეცხეთ, ზედმეტი ნაწილები მოაშორეთ. დიდი ზომის ბოსტნეული, მაგალითად, კომბოსტო, ყაბაყი და წიწაკა შეგიძლიათ დაჭრათ. სუფთა ქილებში ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით.

2. ქილებს თავსახური დააფარეთ და წყლის გაცივებას დაელოდეთ. მარილწყლის მოსამზადებლად წყალი გააცხელეთ, მარილი და შაქარი დაუმატეთ. მეტი მარილწყლის გაკეთება მოგიწევთ, თუ ბევრ ბოსტნეულს აკონსერვებთ.

3. კონსერვებისთვის პატარა ქილების გამოყენებაა რეკომენდებული. გაცივებული წყალი ქილებიდან გადაასხით. ახლა ცხელი მარილწყალი ბოსტნეულს ქილებში ფრთხილად ჩაასხით.

4. ქილებს მარილწყლის ჩასხმის შემდეგ 3-3 ს/კ ძმარი დაუმატეთ და მოხუფეთ. ოთახში ოპტიმალურ ტემპერატურაზე შეინახეთ.

ამ მეთოდით კონსერვაცია კარგი ეკონომიის საშუალებას იძლევა. დავუშვათ, მაგიდაზე რაღაც უჩვეულო უნდა გაიტანოთ. ფიქრობთ, რომ მაღაზიაში უნდა გაიქცეთ? არა, მოიცადეთ, თქვენ ხომ ხრაშუნა ბოსტნეულის კონსერვი გაქვთ. მაგიდაზე ხორცის, კარტოფილის და თევზის კერძებთან ერთად გაიტანეთ. ფანტაზია ჩართეთ.