ბისკვიტის რულეტი, რომელიც ძალიან მარტივად იხვევა

2239

საოცარი დესერტი, რომელიც ძალიან უხხდება ჩაის. მზადდება ძალიან მარტივად და სწრაფად.

ინგრედიენტები

  • 40გ სახამებელი
  • ფქვილი 100გ
  • 1/4 რძე
  • შაქარი 2/3 ჭიქა
  • კარაქი 2 სუფირს კოვზი
  • საცხობი ფხვნილი 1 ჩაის კოვზი ან სოდა 1 ჩაის კოვზი
  • 3 კვერცხი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • შიგთავსი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი

მომზადება

  1. გაახურეთ 190 გრადუსზე. ფორმაზე მოათავსეთ საცხობი ქაღალდი.
  2. გააცხელეთ რძე, დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ. გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
  3. კვერცხს დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ, მასა უნდა გადიდდეს 3 ჯერ.
  4. ფქვილს დაუმატეთ სახამებელი, სოდა, მარილი და გაცერით.
  5. კვერცხის მასა დაუმატეთ ფქვილის მასას. მოურიეთ ნიჩბის დახმარებით (მოზრაობები: ზემოთ, ქვემოთ).
  6. აიღეთ რამდენიმე კოვზი ცომი და დაუმატეთ რძის მასას. მოურიეთ.
  7. რძის მასა დაუმატეთ ცომის მასას და მოურიეთ.
  8. გამოაცხვეთ 15 წუთი.
  9. წაუსვით შერჩეული შიგთავსი და დაახვიეთ რულეტისებურად.

გემრიელად მიირთვით!