შოკოლადის ტორტი შედედებული რძით

2125

რა შეიძლება იყოს მეტად გემრიელი ვიდრე შოკოლადის ტორტი ედედებული რძით, დანამული ბისკვიტებით და კარაქით? ტორტი “პრაღა” – ჩემი ფავორიტი დესერტია. დიასახლისების ფავორიტი დესერტის უამრავი ვარიაციის და მომზადების მეთოდის მოძებნა შეგიძლიათ. მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც ტკბილი გარგარის ჯემით მზადდება.

ბისკვიტისებური ტორტი შედედებული რძით

დღეს ჩვენ მოგიყვებით ამ საოცარი ტორტის დაუვიწყარ რეცეპტს. მის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ დიდი დრო და ძალისხმევა.

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 140გ კარაქი
  • 40გ ნუშის ფქვილი
  • 140გ ხორბლის ფქვილი
  • 100გ შაქარი
  • 6 კვერცხი
  • 80მლ ნაღები
  • 30გ კაკაო
  • 8გ გამაფხვიერებელი
  • 100გ შავი შოკოლადი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 3 გული
  • 120გ შედედებული რძე
  • 20გ კაკაო
  • 200გ კარაქი
  • მწიკვი მარილი

ინგრეიდენტები მინანქრისთვის

  • 150მლ წყალი
  • 75გ შაქარი
  • 20მლ რომი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 100გ შავი შოკოლადი
  • 10გ მცენარეული ზეთი
  • 70გ გარგარის ჯემი

მომზადება

1.ბისკვიტის მოსამზადებლად, შაქრის გარდა აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი ერთმანეთს. შემდეგ ათქვიფეთ გამღვალი კარაქი შაქართან ერთად.

2.სამ ულუფად გაყავით და შემდეგ რგრიგობით დაუმატეთ კვერცხი ათქვეფილ მასას. მთავარია ინგრედიენტები ერთი ტემპერატურის იყოს. ათქვიფეთ მასა ერთქვაროვნებამდე, დაუმატეთ ნაღები და ისევ კარგად ათქვიფეთ.

3.მიღეულ მასას დაუმატეთ გაცრილი მშრალი ინგრედიენტები, კარგად მოურიეთ.

4.გაალღვეთ შავი შოკოლადი წყლის აბაზანაზე, დაელოდეთ მის გალღვობას და დაუმატეთ ცომს.

5.გამოსაცხობი ფორმა (19სმ) ამოფინეთპერგამენტით ან ფოლგით, არ გამოიყენოთ ზეთი. ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 50-60 წუთი.

6.ამასობაში მოამზადეთ დასანამი მასა: პატარა ქვაბში ჩაასიხთ წყალი, შაქარი და რომი. წამოადუღეთ სიროფი და მოდუღებიდან 4 წუთში გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

7.მზა ბისკვიტი შეამოწმეთ კბილის ჩხირით. რათაბისკვიტი არ გამოშრეს, მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში, გადმოაბრუნეთ და დაელოდეთ 2 საათი.

8.ღრმა და სქელ ჯამში ჩაასხით კვერცხის გული, კაკაო, შედედებული რძე, მარილი. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს და მოათავსეთ 2-3 წუთი ცეცხლზე.

9.როცა შოკოლადის მასა გაგრილდება, ათქვიფეთ დარბიებული კარაქი და შეაერთეთ ორივე მასა.

10.ბისკვიტი გაყავით 3 ნაწილად და ააწყვეთ ტორტი. პირველი ბიკვიტი დანამეთ და წაუსვით კრემი, მასე მოათავსეთ მეორე და ამ მეთოდით ააწყვეთ ტორტი. ზემოდან მოათავსეთ მესამე ფირფიტა და წაუსვით გარგარის ჯემი.

11.გვერდებიდანაც წაუსვით კრემი და მოათავსეთ მაცივარში 3 საათი.

12.ტორტი გააფორმეთ შედედებული რძით და ბისკვიტის ნაჭერბის ნაფხვენებით. მდნარ შოკოლადს დაუმატეთ მცენარეული ზეთი და მოასხით ტორტს.

საბოლოოდ მიიღებთ 1კგ უგემრიელეს ტორტს, რომელსაც კონკურენტები უბრალოდ არ ჰყავს. გემრიელად მიირთვით!