“ბეფსტროგანოვი” არის საკმაოდ პოპულარული კერძი, რომელიც ბევრს უყვარს. ამ კერძის რეცეპტის ავტორი ფრანგი მზარეული ანდრე დიუპონია. დღეს სწორედ ამ პოპულარული კერძის რეცეპტს გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
- 400 გ ღორის ან საქონლის ხორცი
- 2 თავი ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 1-2 ს/კ არაჟანი
- კამა
- სანელებლები
- სოიოს სოუსი
- პილპილი
მომზადების წესი:
- ხორცი დავჭრათ ღეროებად, გადავიტანოთ წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე, მოვაყაროთ სანელებლები და შევწვათ მაღალ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ მოვაყაროთ ცოტაოდენი ფქვილი და გავაჩეროთ ცეცხლზე 1 წუთით. ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი დავუმატოთ ხორცს, დავასხათ სოიოს სოუსი და შევწვათ მომზადებამდე.
- შეწვამდე 5 წუთით ადრე დავუმატოთ არაჟანი, ნიორი, ავურიოთ და ვშუშოთ თავდახურულ ჭურჭელში. მომზადებული კერძი გადავიტანოთ თეფშზე და მოვრთოთ კამით.