ხშირად შემიმჩნევია, რომ მარტივი რეცეპტებისგან უგემრიელესი კერძების მომზადება შეიძლება. დღეს ჩვენ ბელორუსულ კატლეტებს მოვამზადებთ, თუ ბელარუსიაში ხართ ნამყოფი ყოველ ნაბიჯზე შეხვდებოდით ამ კერძს.
ნაღების გულსართი და ხრაშუნა ქერქი, ხშირად ეშლებათ კიევურ კატლეტში. მაგრამ ჩაკბეჩისთანავე მიხვდებით სხვაობას.
ინგრედიენტები
- ქათმის ფარში 800გ
- პური 60გ
- რძე 150მლ
- ყვლი 200გ
- კარაქი 100გ
- საფანელი 150გ
- მზესუმზირის ზეთი 400მლ
- მარილი და შავი წიწაკა
მომზადება
1.პური დაალბეთ რძეში.გახეხეთ ყველი და კარაქი, მოურიეთ.
2.მიღებული მასა გაყავით 12 ნაწილად, მიეცით ძეხვის ფორმა.
3.გამოწურეთ პური, დაუმატეთ ფარშს მარილთან და წიწაკასთან ერთად.
4.მიღებული ფარში გაყავით 14 ნაწილად. ცენტრში მოათავსეთ ყველი და გადაახვიეთ.
5.ამოავლეთ საფანელში. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი 190 გრადუსზე და შეწვით კატლეტები.
6.გადაიტანეთ კატლეტები საცხობ ფორმაზე და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!