ქათამი ყველის სოუსში

605

ქათმის ბარკლები ღუმელში – ნამდვილად გემრიელია!

წვნიანი და ხრაშუნა ხორცი ყველის სოუსში, რა მადისაღმძვრელად ჟღერს!

გაახარეთ მეუღლეები ვახშმით და მოამზადეთ ეს საოცარი კერძი ჩვენი რეცეპტით.

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი 6 ცალი
  • მდნარი ყველი 200გ
  • ხახვი 1 ცალი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
  • წყალი 1ლ

მომზადება

  1. გაასუფთავეთ ხახვი და მოხარშეთ ქათამი მარილიან წყალში ხახვთან ერთად 40 წუთი წამოდუღების შემდეგ.
  2. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ფოლგით და მოათავსეთ ბარკლები. გამოწურეთ ბულიონი.
  3. ბულიონს დაუმატეთ ყველი და მოხარშეთ.
  4. ბარკლებს მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოასხით სოუსი. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!