უგემრიელესი პონჩიკების მავნებლობის შესახებ ყველას არაეთხელ გვსმენია. ზეთში მობრაწული ეს ფუნთუშები, რომლებიც დიდსა თუ პატარას, ყველას ძალიან გვიყვარს, ძალიან კალორიულია და აქვს უარყოფითი გავლენა ჩვენს ფიგურაზე. მიუხედავად ამისა, ხშირად ვერ ვამბობთ უარს ჭარბი რაოდენობით ზეთში მომზადებულ საყვარელ დესერტზე. საგანგაშო არაფერია, თუ ზომიერებას გამოვიჩენთ და პონჩიკებით იშვიათად გავინებივრებთ თავს.
დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ მარტივ რეცეპტსა და ინსტრუქციას, თუ როგორ მოვამზადოთ ძალიან გემრიელი და არომატული პონჩიკები საკუთარი ხელით. გახსოვდეთ, ნებისმიერი კერძისა და დესერტის მავნებლობის მინიმუმამდე შემცირებაა შესაძლებელი, როდესაც მას თავად ვამზადებთ.
პონჩიკები ხაჭოთი
ინგრედიენტები:
- 200 გრამი ხაჭო
- 7 ს.კ. ფქვილი
- 1 კვერცხი
- 1 მწიკვი სოდა
- ძმარი
- მცენარეული ზეთი
- შაქრის პუდრი
მომზადება:
1. საშუალო ზომის ჭურჭელში მოათავსეთ ხაჭო, შაქარი და კვერცხი. კარგად გადაურიეთ.
2. სუფრის კოვზზე მოათავსეთ 1 მწიკვი სოდა და დაამატეთ მას ერთი წვეთი ძმარი. გაღვივებული სოდა დაამატეთ ხაჭოს მასაში.
3. მომზადებულ ნარევში ჩაამატეთ ფქვილი და კარგად ზილეთ ხელებით. თქვენ უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი ბლანტი მასა.
4. ღრმა ტაფაში ან ქვაბში ჩაასხით დიდი რაოდენობით ზეთი და გააცხელეთ.
5. მზა ცომისგან დაამზადეთ თანაბარი ზომის ბურთები. ამოავლეთ ისინი მცირე რაოდენობით ფქვილში, რათა კარგად შეიკრას და მზადების პროცესში მისი ფორმა არ დაირღვეს, დაიშალოს.
6. კარგად გაცხელებულ ზეთში მოათავსეთ ბურთები და დაბრაწეთ ყავისფერი შეფერილობის მიღებამდე.
7. მზა პონჩიკები გადმოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რათა ჭარბი რაოდენობით ზეთი გამოიწოვოს.
8. მოაყარეთ ხაჭოს პონჩიკებს შაქრის პუდრი. გემრიელად მიირთვით!
როგორც ხედავთ, ძალიან გემრიელი და არომატული პონჩიკების მომზადება დამოუკიდებლად შეგიძლიათ სახლის პირობებში. თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!