ეს ფუნთუშები ძალიან მარტივად ჩაანაცვლებენ მაღაზიაში ნაყიდ პურს.

1294

ორცხობილაც, ნამცხვარიც და პურიც ძალიან მარტივად მზადდება ტაფაზე. ცომის პატარა ნაჭრები, რომელიც ტაფის ზედაპირზე ცხვება გამოდის გარედან ხრაშუნა და ამავდროულად შიგნით ფაფუკი. ჩვენ გთავაზობთ არ გაჩერდეთ მიღწეულზე და ცადოთ უგემრიელესი ფუნთუშების გამოცხობა ტაფაზე.

ეს ფუნთუშები ძალიან მარტივად ჩაანაცვლებენ მაღაზიაში ნაყიდ პურს. ამ ფუნთუშის მომზადება ხდება ულუფა ცომებისაგან, ქვემოთ მითითებული ინგრედიენტებისგან მიღებული ცომი ზუსტად ეყოფა დიდი დიამეტრის მქონე ტაფას. კიდევ ერთი პლიუსი ის არის, რომ ამ ფუნთუშებს ხანგრძლივი ვარგისიანობის უნარი აქვთ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • რძე 80მლ
  • მზესუმზირის ზეთი 30მლ
  • წყალი 80მლ
  • მშრალი საფუარი 5გ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი

მომზადება

1.რძე და წყალი უნდა იყოს აუცილებლად თბილი. ამ ორ ინგრედიენტს დაუმატეთ შაქარი და მშრალი საფუარი. დაელოდეთ რამდენიმე წამი სანამ ერთმანეთთან რეაქციაში შევლენ.

2.საფუარიანი რძე ათქვიფეთ კვერცხთან ერთად. რძისა და კვერცხის მასას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი (ნახევარი) და მოზილეთ ცომი. შემდეგ გაცერით მეორე ნახევარი, მოზილეთ და სითბოში დატოვეთ 2 საათით.

3.ამოსული ცომი გაყავით 6 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ მრგვლად, დაახვიეთ და მჭიდროდ დაუფიქსირეთ კუთხეები. ფორმირებული ცომს ზემოდან გადააფარეთ და დატოვეთ 30 წუთ.

4.ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ. ფუნთუშები შეწვით თავ დახურულ ტაფაზე 7 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან.

ახალი პური საუზმეზე და სადილზე – სიამოვნება, რომელიც თქვენ შეგიძლიათ შექმნათ, ამავდროულად თქვენ წყვეტთ, როგორი იქნება ის: სეზამის მარცვლით, გამომშრალი კამით ან სანელებლებით. აი ასე მარივად შეგიძლიათ მოამზადოთ სახლის პირობებში პური. ამ ფუნთუშას ერთადერთი მინუს გააჩნია და ისიც იმ დროს უკავშირდება, რომელიც ცომს ამოსაფუებლად სჭირდება (დაახლოებით 30-90 წუთი). მაგრამ ეს დრო მიღებულ შედეგად ნამდვილად ღირს. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!