ბაქლავა პოპულარული აღმოსავლური დესერტია, რომელიც მზადდება ფენოვანი ცომისგან, სიროფისა და ნიგვზისგან. ეს ის ტკბილეულია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. გასტრონიმიას რედაქცია დღეს პეკანის ბაქლავას უგემრიელეს რეცეპტს გასწავლით. აუცილებლად ჩაინიშნეთ!
ინგრედიენტები:
ბაქლავა:
- 500 გ პეკანის კაკალი, დაქუცმაცებული
- 100 გ შაქარი
- 2 ჩაის კოვზი დარიჩინი
- 14 ფირფიტა ფილოს ცომი, თუ გაყინულია გაალღვეთ
- 1 ფინჯანი ( 250 გ) კარაქი, გამდნარი
ვაჟინი:
- 2 ფინჯანი (400 გ) შაქარი
- 2 ფინჯანი (500 მლ) წყალი
- 1/2 ლიმონის ახალგამოწურული წვენი
ულუფა: 10-12
მომზადება: 45 წუთი + 30 წუთი გასაგრილებლად
ცხობა: 45 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- ბაქლავა: გააცხელეთ ელექტროღუმელი 170 გრადუსზე.
- კარაქი წაუსვით 23X23 სმ კვადრატულ საცხობ ყალიბს.
- დიდ ჯამში შეურიეთ პეკანი, შაქარი და დარიჩინი.
- გაშალეთ ცომის ფირფიტები, დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და სამზარეულოს ნოტიო ტილო (რათა ცომი არ გამოშრეს).
- ცომის ერთი ფირფიტა მოათავსეთ ყალიბში და კარაქი გადაუსვით.
- მოაყარეთ პეკანის გულსართი, ზემოდან მეორე ფირფიტა დაადეთ და ისევ კარაქი გადაუსვით. ეს პროცედურა იქამდე გაიმეორეთ, სანამ გულსართი არ დამთავრდება.
- მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
- დაჭერით ცომი 5 სმ რომბებად. დარწმუნდით, რომ ყველა ფირფიტა დაჭრილია. მორჩენილი კარაქი ზემოდან მოასხით.
- აცხვეთ დაახლოებით 45 წუთი ან სანამ ოქროსფერ-ყავისფერს არ მიიღებს.
- თაფლის ვაჟინი: დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ თაფლი, ლიმონის წვენი და შაქარი. დატოვეთ 20 წუთი, სანამ შაქარი მთლიანად გადნება.
- ღუმელიდან გამოღებულ ბაქლავას მოასხით ვაჟინი.
- ნამცხვარი გააგრილეთ ყალიბში, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!