ბაფთისებური ფუნთუშები

უბრალო ფუნთუშა დარიჩინითა და სეზამით – შეიძლება სასურველ დესერტად აქციო. ამ სტატიაში სტანდარტული საფუარიანი ცომისგან ბაფთის ფორმის ფუნთუშების გამოცხობას გასწავლით. დესერტი გემრიელი, არომატული და ძალიან ლამაზი გამოდის!

ბაფთა ფუნთუშები

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 320 გრამი ფქვილი
  • 30 გრამი კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი ზეთი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 200 მილიგრამი რძე
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები გულსართისთვის:

  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 2.5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

1. ცომის მოსამზადებლად ფქვილი კარგად გაცერით. ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ საფუარი და მოურიეთ.

2. ცალკე ჭურწელში თბილი რძე, ნახევარი კვერცხი (მეორე ნახევარს ფუნთუშებს წავუსმევთ ქურაში შედებამდე), შაქარი, გამდნარი კარაქი, მცენარეული ზეთი და მწიკვი მარილი კარგად აურიეთ და მშრალ ნაზავში ჩაასხით (ფქვილის და საფუარის).

3. მოზილეთ რბილი ცომი, დააგუნდავეთ, გადააფარეთ პირსახოცი და თბილ ადგილას 1 საათით დადგით.

4. დროის გასვლის შემდეგ ცომი თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით და დაამრგვალეთ. ამ რაოდენობის ცომიდან წესით 12 ცალი ბურთულა უნდა გამოგივიდეთ.

ყოველი ბურთ სათითაოდ გააბრტყელეთ 3-4 მილიმტრის სისქეზე. გადაუსვით მცენარეული ზეთი და დარიჩინში არეული შაქარი მოაყარეთ. მცენარეული ზეთის ნაცვლად დამდნარი კარაქის გამოყენებაც შეგიძლიათ.

 

5. ბაფთის ფორმირებისთვის, წრე გადაკეცეთ და მისი კიდის ცენტრში 2 ადგილას ჩაჭერით (როგორც ფოტოზეა ნაჩვენები). ჩაჭრილი ადგილი ცომს შემოახვიეთ და დაამაგრეთ.

6. ფუნთუშები ჟარუნაზე დაალაგეთ, გადააფარეთ პრისახოცი და თბილ ადგილას 30 – 60 წუთი დატოვეთ. გაფუებულ ფუნთუშებს კვერცხი წაუსვით და 180 გრადუსამდე გახურებულ ქურაში შედგით. აცხვეთ მომზადებამდე.

7. არომატული ფუნთუშები მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ასეთი ფუნთუშები ბავშვებსაც და უფროსებსაც თანაბრად მოეწონებათ! ისინი ყველაზე ნაცრისფერ დილასაც კი ჯადოსნურად გადააქცევენ!