ბადრიჯნის რეცეპტი ფარშის შიგთავსით

2521

სიტყვა “კარნიარიკ” თურქულიდან ითარგმნება, როგორც “დაბზარული მუცელი”. ამ თურქული კერძის მომზადება ნებისმიერი ხორცის ფარშით შეგიძლიათ, მაგრამ უმჯობესია ძროხის ან ცხვრის ხორცის გამოყენება.

თურქულ შეფ-მზარეულები ამ კერძს იმდენად გემრიელად ამზადებენ, რომ ყველა კერძი გავიწყდებათ, რაც კი აქამდე გაგისინჯავთ.

კერძში შემავალი ინგრედიენტები ხელმისაწვდომია, ამასთან, მისი მომზადებაც ძალიან მარტივია და არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას.

ბადრიჯანი თურქულად

ინგრედიენტები

  • 3 ც ბადრიჯანი
  • 250 გრ ხორცის ფარში
  • 1 ც ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 3 ც პომიდორი
  • 2 ც ცხარე მწვანე წიწაკა
  • 1/2 წითელი ბულგარული პილპილი
  • 2 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • მცენარეული ან მზესუმზირის ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი

1. გარეცხეთ ბადრიჯანი და ერთი ზოლი გათალეთ, შემდეგ ერთი ზოლი გაუთლელი დატოვეთ და ასეთი მონაცვლეობით გააგრძელეთ გათლა.

2. თითოეული ბადრიჯნის “მუცელზე” გააკეთეთ 2 სმ სიღრმის ჭრილი.

3. მოათავსეთ ბადრიჯანი ონკანის წყალში და გააჩერეთ 30 წუთით. შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ.

4. მცენარეულ ზეთში ყველა მხარეს. შეგიძლიათ შეწვათ როგორც ტაფაზე, ისე ღუმელში.

5. შემდეგ დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

6. წვრილად დაჭერით ხახვი და კარგად შეწვით კარაქში.

7. დაუმატეთ ხახვს ფარში, მოურიეთ და მოთუშეთ 3-4 წუთით.

8. შემდეგ დაუმატეთ სუფრის კოვზით ტომატ-პასტა, მოურიეთ და კიდევ 1 წუთით მოთუშეთ.

9. პომიდორს მოაცილეთ კანი და დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე. წვრილად დახეხეთ ნიორი, ცხარე წიწაკა დაჭერით რგოლებად, ხოლო წითელი-კუბებად.

10. დაუმატეთ ნიორი, პომიდორი და ორივე პილპილი ფარშს, მოურიეთ და მოთუშეთ ყველა ინგრედიენტი 10 წუთის განმავლობაში.

11. შემდეგ მარილი და დაფქული პილპილი მოაყარეთ, ბოლოს კი წვრილად დაჭრილი ოხრახუში დაუმატეთ.

12. ბადრიჯნის ჭრილებში მოათავსეთ მზა ფარში.

13. ფარშით სავსე ბადრიჯნები საცხობ ლანგარზე დაალაგეთ, ზემოდან დაჭრილი ცხარე წიწაკა და წრეებად დაჭრილი პომიდორი დაალაგეთ.

14. 2 ჭიქა წყალში გააზავეთ დარჩენილი ტომატ-პასტა, დაუმატეთ მარილი, პილპილი და მიღებული ნაზავი ზემოდან მოასხით ბადრიჯნებს.

15. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 20-25 წუთის განმავლობაში.

16. ფარშით სავსე ბადრიჯანი მზადაა. გემრიელად მიირთვით!