მადისაღმძვრელი ვარენიკები ზარმაცებისთვის საიდუმლო შიგთავსით

1868

გსურთ საუზმედ მოამზადოთ რაიმე უჩვეულო? ამაზე მარტივი არაფერია. ასეთ ვარენიკებზე უარს არავინ იტყვის, და თუკი შიგთავსი სიურპრიზია, მითუმეტეს!

სიურპრიზის სახით – წვნიანი ალუბლებია – ხაჭოს საუკეთესო კომპანიონი. ალუბალი გამოდგება როგორც ახალი, ასევე გაყინული ან დაკონსერვებული საკუთარ წვენში. მთავარია, უკურკო იყოს. ალუბლის ნაცვლად ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი საყვარელი კენკრა გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ხაჭო
  • 300 გრ ალუბალი
  • 6 ს.კ. ფქვილი
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 მწ მარილი

მომზადება

1. დასრისეთ ხაჭო კვერცხთან, შაქართან, მარილთან. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.

2. მოაყარეთ სამუშაო ზედაპირს ფქვილი, გააბრტყელეთ ცომი. გამოყავით ცომის ნაწილი და დააგუნდავეთ. გააბრტყელეთ გრძელი მართკუთხა ცომი. დაალაგეთ თითო ალუბალი 1 სმ დაშორებით. დააფარეთ ცომის თავისუფალი მხარე და დაჭერით კვადრატებად. კუთხეები ჩაჭყლიტეთ ჩანგლით.

3. მოხარშეთ ვარენიკები ამოტივტივებიდან 1 წთ განმავლობაში.

მიირთვით ცხელი ვარენიკები სქელ არაჟანთან, კარაქთან, ან ალუბლის წვენის სიროფთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!